საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია
სიახლეები
აკადემიკოს გულნარა ჩაფიძის ხსოვნას
საქართველოს სამედიცინო საზოგადოების უახლოეს ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა.2024 წლის 20 მაისს გარდაიცვალა აკადემიკოსი გულნარა ჩაფიძე,რომელიც მისივე სახელის მატარებელი გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორი იყო.
გულნარა ჩაფიძე დაიბადა 1930 წლის 4 ნოემბერს ქალაქ თბილისში .მან 1955 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და მომდევნო 1956-1957 წლებში მუშაობდა ბორჯომის ლიკანის სანატორიუმში ექიმად,ხოლო 1958–1961 წლებში სწავლობდა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურაში.ამ უკანასკნელის დამთავრების შემდეგ გულნარა ჩაფიძემ მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტში,სადაც ჯერ უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშშრომლის მოვალეობას ასრულებდა.1975-1994 წლებში კი ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.შემდეგში მან იქვე ჩამოყალიბა გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი,რომელსაც 1997 წელს მისი სახელი ეწოდა და რომლის გენერალური დირექტორიც დასაბამიდან გარდაცვალებამდე თავად იყო. გულნარა ჩაფიძემ 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1976 წელს სადოქტორო დისერტაცია..მას მინჭებული ჰქონდა პროფესორის წოდება და არჩეული იყო საქართველოს სამედიცინო სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად,აგრეთვე საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრად. გულნარა ჩაფიძის ხელმძღვანელობით დაცულია 3,0 სადოქტორო და 8,0 საკანდიდატო დისერტაცია.ის არის 4,0 მონოგრაფიის და 300,0 -მდე სამეცნიერო შრომის ავტორი,რომლებიც საქართველოს გარდა გამოქვეყნებულია აშშ, გერმანიის, რუსეთის ავსტრიის, იუგოსლავიის, ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების სამედიცინო პროფილის სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალებში გულნარა ჩაფიძე იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის,კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე, რომელთა ორგანიზაციასაც ხშირ შემთხვევაში თავად ახდენდა. გულნარა ჩაფიძე თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის,აგრეთვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის პირადი ექიმი. იყო და ზედმიწევნით მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებდა ამ მოვალეობებს.
გულნარა ჩაფიძეს სხვადასხვა დროს მინიჭებული ჰქონდა მრავალ სამთავრობო ჯილდო და საპატიო წოდებ.. სახელდობრ: საპატიო ნიშნის ორდენი(1981)საქართველოს სახელმწიფო პრემია(1981,2004),ღირსების ორდენი(1988,1998) სსრკ სახელმწიფო პრემია(1989), კემბრიჯის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის ოქროს მედალი(1997),საპატიო მედალი ქართული მედიცინის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის(2001),“ბიზნეს ქალის“ წოდება,რომელიც აშშ ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის მიერ იყო დაწესებული და მინიჭებული აქვს 2000 წარმატებულად მოღვაწე ქალბატონს (2004),საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“ (2011), საპატიო დიპლომი გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დაფუძნების და კარდიოქირურგიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის (2011) , ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2012),ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ დაწეესეებული „საუკუნის ექიმის“ ტიტული და შესაბამისი სიგელი (2016 ) ,საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის სპეციალური ჯილდო (2016 ), საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის საპატიო პროფესორის წოდება (2016), თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება(2017 ) და მრავალი სხვა.
გულნარა ჩაფიძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს უახლესი მედიცინის ისტორიაში და სამსგალითოდ გადაეცემა მადლიერ შთამომავლობას როგორც უმაღლესი პროფესიული დონის მქონე პიროვნების სამშობლოსადმი უანგარო სამსახურის ნათელი მაგალითი.
საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია
ავთანდილ ჯორბენაძე
ქვეყანა საქართველომ და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისსამსახურმა უაღრესად დიდი და აუნაზღაურებელი დანაკლისიგანიცადა: 2024 წლის 17 მაისს გარდაიცვალა ავთანდილ ჯორბენაძე-საქართველოს მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი მინისტრი. ავთანდილ ჯორბენაძე დაიბადა 1951 წლის 6 ოქტომბერს ქალაქ ლანჩხუთში. მან 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და 1974-1977 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ ინტერნის თანამდებობაზე. 1975 – 1986 წლებში ის მუშაობდა ამავე საავადმყოფოს ექიმ თერაპევტად,ხოლო 1986-1992 წლებში ექიმ რენტგენოლოგად მომდევნო 1986-1992 წლებში ის მუშაობდა თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ,ხოლო 1992- 1995 წლებში - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილედ.1995 წლიდან 2001 წლებში ის იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი 2001-2003 წლებში კი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი სახელმწიფო მინისტრის სახით,2011 წლიდან დღემდე კი იყო აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე..ის არის სამეცნიერო შრომების,მათ შორის მონოგრაფიებისა და გამოგონებების ავტორი. ავთანდილ ჯორბენაძე უაღრესად მაღალი ინტელექტითა და დიდი შრომისმოყვარეობით ხასიათდებოდა, რაც მთელი სისრულით გამოვლინდა საქართველოში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას,რომელთა დროსაც ის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქართველ მეომართა სამედიცინო მომსახურების პროცესს,რომლის მეოხეობითაც საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე ქართველ მეომართა შორის დანაკარგები მოწინააღმდეგებთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო.ის ასეთივე შესაშური ენთუზიაზმით წარმართვდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის რეორგანიზციის პროცესს,რომლის შედეგადაც უაღრესად მოკლე დროში უმცირესი დანაკარგებით მოხერხდა აღნიშნული პრობლემის მოგვარება. ეს კი უაღრესად რთულ საქმეს წარმოადგენდა ,რადგანაც ამგვარ ქმედებას მანამდე ანლოგი არ გააჩნდა და ეს იყო სოციალისტური სისტემის პრინციპებზე აგებული ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის საბაზრო ეკონომიკის სისტემის კანონებით მომუშავე ჯანმრთელობის დაცვის სამსახურად გადაწყობის პირველი მცდელობა მსოფლიოში ასევე უაღრესად ნაყოფიერი იყო ავთანდილ ჯორბენაძის მოღვაწეობა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა ამ აქტისს რეალიზაციისათვის საჭირო უმძიმესი პირობების დროს. ასევე ფრიად ნაყოფიერი იყო ავთანდილ ჯორბენაძის მოღვაწეობა აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ,რომლის დროსაც მისი და მისი კოლეგების მიერ ამ დაწესებულების საქმიანობა საერთაშორისო აღიარების მქონე ლიდერი ორგანიზაციის რანგში იქნა აყვანილი. ამგვარად ნაყოფიერი მუშაობის გამო ავთანდილ ჯორბენაძე საქართველოს მთავრობის მიერ 1994 წელს დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასალის ორდენით, ხოლო 2001 წელს - ღირსების მედლით. ავთანდილ ჯორბენაძის სახელი სამუდამოდ დარჩება ქვეყანა საქართველოს უახლეს ისტორიაში.მათ შორის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის საქმეთა ისტორიაში.
საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია
აკადემიკოს რამაზ ხეცურიანი
საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების დეპარტამენტთან არსებული მსოფლიოს აკადემიათშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის ნაციონალური წევრია საქართველოდან (https://www.interacademies.org/network/member-academie,) გულითადად ულოცავს აკsდემიკოსს რამაზ ხეცურიანს დაბადებიდან 75-ე წლისთავს. რამაზ ხეცურიანს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სამედიცინო სამსსახურის განვითარების საქმეში,მათ შორის მეცნიერებათა სახელმწიფო ეროვნული აკადემიის პროგრესის საქმეში,რომლის ერთ-ერთ ხელმძღვანელსაც ის ამჟამად წარმოადგენს ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს=მდივნის სახით.რამაზ ხეცურიანმა ასევე უაღრესად დიდი შრომა გასწია საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის განვითარების საქმეშიც,რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ის თავის დროზე იყო. შემდეგში ის არჩეული იქნა ამ აკადემიის პრეზიდენტად,რომლის მოვალეობსაც წლების განმავლობაში დიდი რუდუნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ასრულებდა ხოლო ამჟამად ის ამავე აკადემიიის საპატიო პრეზიდენტია. რამაზ ხეცურიანი დიდი ხანია უდიდესი ენთუზიაზმით მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის დეპარტამენტის ხელძღვანლად და ერთ-ერთ მოწინავე სამედიცინო სტრუქტურად ჩამოაყალიბა ის ქვეყანაში. ასევე ის წლების განმავლობაში მუხლაუხრელად მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის რექტორად,რომლის კურსდამთთავრებულები დღესაც წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვან კლინიკებსა და სამეცნიერო ლაბორატორიებში,რაშიც ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი მათ რექტორს.ამასთან რამაზ ხეცურიანი არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი,რომელთა უმეტესობა სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს და საყოველთაო აღიარების საგანია სამედიცინო სამყაროში. რამაზ ხეცურიანი მრავალი წელია აქტიურ მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო და სასწავლო საზოგადოების მუშაობაში,რომელთაგან ზოგიერთი მათგანი თავის დროზე მისი უშუალო ინიციატივით იყო შექმნილი.ამასთან რამაზ ხეცურიანი დაჯილდიებულია საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი სმთავრობო ჯილდოებით და მინიჭებული აქვს უაღრესად მაღალი დონის საპატიო წოდებები. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრები გულითადად უსურვებენ აკადემიკოსს რამაზ ხეცურიანს ხანგრძლივ სიცოცხლეს და მიაჩნიათ,რომ მან კვლავაც თავდადებით უნდა გააგრძელოს ხალხის საკეთილდღეოდ წარმოებული შემოქმედებითი საქმიანობა.
რამაზ ხეცურიანი – პროფესიული ბიოგრაფიის მოკლე ცნობარი
პერსონალური ინფორმაცია
დაბადების თარიღი და ადგილი:
1949 წლის 14 მაისი,საქართველო, ცაგერი.
განათლება:
1956-1966–ქ.ქუთაისის 31-ე საშყალო . სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე 1967-1973–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა წითელ დიპლომზე 1973-1976–სწავლობდა ასპირანტურაში ამავე ინსტიტუტის ანატომიის კათედრაზე შრომითი საქმიანობა:
1 973-1976–თბილისის სახ.სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასპირანტი, 1978-1985_თბილისისსახ. სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი 1985-1990_თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის დოცენტი 1990 _ თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრისპროფესორი 1996 _თბილისი სსახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე 1991-1992_თბილისის სახ. სამედიცინოინსტიტუტის პრორექტორი ინტერნატურისა და კლინიკური მუშაობის დარგში 1992-2005_თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 2006 თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სრულიპროფესორი, ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამეცნიერო ხარისხი:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება:
პროფესორი
სამეცნიერო შრომები:
300,0-ზე მეტი,აქედან ბოლო 10 წელიწადში 51,მათ შორის 9 სახელმძღვანელო,6 მონოგრაფია, ასევე არის ერთი პატენტის ავტორი და მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 სადისერტაციო ნაშრომი. სადისერტაციო საბჭოს წევრობა:
ბოლო 10 წლის განმავლობაში მორფოლოგიური სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე სამეცნიეროაკადემიების, სამეცნიეროსაბჭოებისწევრობა:
1.უმაღლესისკოლისსაერთაშორისოაკადემია (1995 წ)
2.აშშ “მეცნიერების, ინდუსტრიისდაგანათლებისსაერთაშორისოაკადემია” 1996წ 3. ალბერტ შვაიცერის მსოფლიო სამედიცინო აკადემიის წევრი 4. პოლონეთის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის წევრი
5. იუნესკოს მედილო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი
6. საქართველოს მედიცინის . მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 2021 წლიდან ძირითადისამეცნიერომიმართულებებიდამნიშვნელოვანისამეცნიეროკვლევები:
1.პლაცენტისსისხლძარღვთამორფო-ფუნქციური თავისებურებები ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე და მშობიარობისწინა პერიოდში 2.პირველად იქნა დადგენილი პლაცენტის სისხლძარღვთა ასაკობრივი თავისებურებების დამოკიდებულება დედის ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა სისტემის თავისებურებებთან.
3.ახსნილ ი იქნა მნიშვნელოვანი თეორიული ფუნდამენტური კონცეფციის “ნაყოფის ჟანგბადით მომარაგების რეგულირების”, ფიზიოლოგიური და მორფოლოგიური საფუძვლები
4.პირველად იქნა დადგენილი, რომ ნაყოფის გულისცემის შესაბამისი მექანიზმები 5.სისხლის მიწოდების მარეგულირებელი, მორფოლოგიური მექანიზმი, ნაყოფის ჭიპლარის აღნაგობის თავისებურებაში მდგომარეობს. 6.ავტორმა და მისმ ამოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ანტროპოლოგიური კვლევების საფუძველზე, დინამიკაში შეისწავლეს ქართველ ახალშობილთა აქსელერაციის საკითხები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად. საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა:
სიცოცხლის გახანგრძლივების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზა კავკასიური დღეგრძელობის ფენომენისა და ქართული ტრადიციული მედიცინის გამოცდილების საფუძველზე ASTC პროექტი #6 895 2003-2007 წწ მორფოლოგიური კვლევის მთავარი ექსპერტი. საერთაშორისო კონგრესები და კონფერენციები:
1. A Critical Appraisal of Medical Education. Linkoping, Sweden 29 August 1 September 1999 2. Horizon Scanning in Medical Ed. 2020 vision. Beer sheva, Israel 27-30 August 2000
3. Medical Education and Standards at a Time of Change. Humboldt University, Berlin, Germany, 2-5 September 2001 4. Approaches to better Teaching. University of Lisbon, Portugal 29 August 1 September 2002 5. Relevance in Medical Education. University of Bern, Switzerland 31 August 3 September 2003
6. Linking health promoting programmes with public policies
წიგნის, კრებულის, ჟურნალის რედაქტორობა, რედკოლეგიის წევრობა:
1.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 1993 წ
2.უსწორო კარაბადინი I ტომი, თბილისი 1997 წ
3. Georgian Medical News 1997 წ
4.ქართულისამედიცინომოამბე, 1995 წ
საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში მიწვევები, სალექციოკურსები:
ოსაკის უნივერსიტეტი, იაპონია 1994 წ
ანკარისუნივერსიტეტი, თურქეთი 1995, 1997 წწ
სტამბულისუნივერსიტეტი, თურქეთი 1996 წ
ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტი, იაპონია 1996 წ
აშშ ატლანტის უნივერსიტეტი 1995 წ
აშშ მისურისუნივერსიტეტი 1997, 2003 წწ
კემბრიჯის უნივერსიტეტი 1998 წ
პარიზისპარი 5 უნივერსიტეტი 2000წ
პარიზის ჰუმბოლტისუ ნივერსიტეტი 2002 წ
საფრანგეთის ტულუზისუნივერსიტეტი 2000 წ
საფრანგეთის რეიმსის უნივერსიტეტი 1998 წ
ლუვენისუნივერსიტეტი, ბელგია 2002 წ
პროფესიული ასოციაციების, საზოგადოების წევრობა,მათშორის საერთაშორისო: უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაცია–მმართველისაბჭოს წევრიევროპის სამედიცინო განათლებისასოციაცია–ერთ-ერთი დამფუძნებელი (შეიქმნა 1999წ) _ განათლების საერთაშორისო ასოციაცია–წევრი
მსოფლიო ნატურალისტთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი
საქართველოს ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების წევრი საქართველოს ეროვნული აკადემიის ექსპერტი
მთავრობის და საერთაშორისო ჯილდოები:
1. საქართველოს ღირსების ორდენი
2. საქრთველოს სახელმწიფო პრემია სახელმძღვანელოსთვის “ნორმალურიანატომია” 1996 წ 3. საერთაშორისო ღირსების ორდენი 1999 წ
4. ალბერტ შვაიცერის ოქროს ჯვარი 1997 წ
5. კემბრიჯის ღირსების ორდენი 1997 წ
6. ალბერტ შვაიცერის დიდი ოქროს მედალი (მიენიჭა კომანდოსის წოდება) 1999 წ 7. მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების “ღირსეული პიროვნების დიდი ოქროს მედალი” 2000 წ 8. კემბრიჯის მედალი “რჩეული 5000-სშორის”
საპატიო წოდება:
1. საფრანგეთის შამპან-არდენის რეგიონის საპატიო მოქალაქე, 2000 წ
2.მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების თანადირექტორი ევროპიდან (1999 წლიდან) 3. კემბრიჯის დამსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების ექსპერტი “უმაღლესი განათლების მენეჯმენტი და მართვა”-ს განხრით.
ნოდარ გოგებაშვილი
საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დიდი და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი,რომელიც ამავე დროს ამ აკადემიის ერთ ერთი დამფუძნებელიც იყო. ნოდარ გოგებაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის უმთავრეს მიმართულებას იმუნოლოგია წარმოადგენდა.ამ თვალსაზრისით მას შესრულებული აქვს 500-მდე სამეცნიერო ნაშრომი,რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში.ასევე ნოდარ გოგებაშვილი წლების განმალობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოში, ა.შ.შ-ში, რუსეთში, საფრანგეთში, იტალიაში,გერმანიაში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე სამეცნიერო კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში,რომელთა ჩატარების ინიციატორი და ორგანიზატორი ხშირ შემთხვევაში თავად იყო. აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ჯამრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებულ ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.ის ასევე იყო საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის სამეცნიერო პროგრამების ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარე.ამასთან ნოდარ გოგებაშვილის მიერ არის შექმნილი საქართველოს იმუნოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება,რომლის პირველი პრეზიდენტიც წლების განმალობაში თავად გახლდათ,ასევე ნოდარ გოგებაშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით არის დაცული 157 სამეცნიერო დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.ამის გარდა ნოდარ გოგებაშვილმა აღზარდა ახალგაზრდა ქართველ იმუნოლოგთა თაობები რომელთა წარმომადგენლები დღეს წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და კლინკებში. ნოდარ გოგებაშვილს მინიჭებული ჰქონდა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.ის ასევე დაჯილდოებული იყო მრავალრიცხოვანი ორდენებითა და მედლებით. აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი იყო უაღრესად კეთილშობილი პიროვნება და თავდადებული მეგობარი,ერთგული მეუღლე,აგრეთვე შვილებზე და შვილიშვილებზე ნიადაგ მზრუნველი ოჯახის უფროსი. აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს სამედიცინო საზოგადოების ხსოვნის არეალში,ხოლო მისი მოღვაწეობა მაგალითად იქცევა ახალგაზრდა ექიმთა „მომდევნო თაობებისათვის როგორც საკუთარი ხალხისთვის წარმოებული უანგარო და უმწიკვლო შრომის საუკეთესო ნიმუში.
აკადემიკოოს ნოდარ გოგებაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ცალკეული დეტალები წარმოდგენილია შემდეგი სახით:
ნოდარ გოგებაშვილი დაიბადა 1930 წლის 2 აგვისტოს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოქროს მედალზე; 1954 წელს კი წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურანლო ფაკულტეტი. ის აღნიშნული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით დატოვებულi იქნა მიკრობიოლოგიის კათედრაზე ასპირანტურაში სწავლების მიზნით.. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ 1958-1963 წლებში ის მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. ხოლო 1962 წლიდან 1996 წლამდე მოღვაწეობდა საქართველოს ტუბერკულოზის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც თანმიმდევრულად ეკავა ექსპერიმენტული განყოფილების ხელმძღვანელის, კლინიკური და იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკის, ამავე განყოფილების ხელმძღვანელის და ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები. ის 1955 წელს არჩეული იყო პ.შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმუნოლოგიის და ალერგოლოგიის კათედრის გამგედ,ხოლო ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ 2005 წლიდან იყო მიკრობიოლოგიის კათედრის პროფესორი. ნოდარ გოგებაშვილმა 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ~1970 წელს კი -სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ტუბერკულოზური ანთების მიმდინარეობის ჰისტოქიმიური და იმუნოლოგიური ფაქტორები” .დისერტაცვიის დაცვა მოხდა ქალაქ მოსკოვში სსრკ სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე,რომლის დროსაც . დისერტაცია აღიარებული იყო წლის საუკეთესო ნაშრომად და ამავე საბჭოს რეკომენდაციით გამოქვეყნებული იქნა მონოგრაფიის სახით.
ნოდარ გოგებაშვილმა თავისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე შეისწავლა და დაადგინა სხივური დაავადებების დროს ბაქტერიოფაგის ცხოველქმედების კანონზომიერებანი, შემდგომ ეტაპზე ნოდარ გოგებაშვილმა კვლევები დაიწყო ტუბერკულოზის იმუნოლოგიაში.ამ სფეროში მან პირველმა დაახასიათა ტუბერკულოზის ანტიგენების შემცველი უჯრედული სტრუქტურები და დაადგინა მათი განაწილების დინამიკა; აგრეთვე გამოავლინა ანტისხეულების წარმოქმნის ის უჯრედული საფუძვლები და უჯრედული ტრანსფორმაციები,რომლებიც მიმდინარეობენ არა მარტო ლიმფურ ქსოვილში, არამედ ფილტვის ქსოვილშიც, აღნიშნული კვლევების საფუძველზეც შეიქმნა ჰიპოთეზა ფილტვების, როგორც იმუნოკომპეტენტური ორგანოს შესახებ. ამგვარი მიზანდასახული კვლევების საფუძველზე ნოდარ გოგებაშვილმა გამიჯნა ტუბერკულოზური ინფექციების მიმდინარეობის სხვადასხვა ფაზა და მოგვცა მათი იმუნოლოგიური და იმუნომორფოლოგიური ცვლილებების სრულყოფილი დახასიათება ამან მნიშვლელოვანი წვლილი შეიტანა ტუბერკულოზის იმუნოლოგიურ პრობლემების დაზუსტებას საქმეში. . ასევე საგულისხმოა ნოდარ .გოგებაშვილის გამოკვლევები I ტიპის კოლაგენის მიმართ განვითარებული ავტოიმუნური პროცესის თავისებურებების შესწავლის შესახებ ტუბერკულოზის, ფსორიაზის, პაროდონტიტის და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს.მისი ეს შრომები,რომლებშიც შესწავლილია თანამედროვე იმუნოლოგიის და ინფექციური პათოლოგიის აქტუალური საკითხები ,არის როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მნიშვნელობის და გამოქვეყნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მოიხსენება სხვადასხვა ქვეყნების დ მეცნიერთა შრომებში,.საგულისხმოა,რომ ნოდარ გოგებავილმა გერმანიის ნაციონალური აკადემიის გამომცემლობის - Lambert Academic Publishing(LAP)აკადემიური შრომების რედაქტორის დაკვეთით შექმნა მონოგრაფია “Молекулярные, субклеточные и клеточные аспекты патогенеза пародонтита”,რომელსაც საფუძვლაფდ დაედო ნოდარ გოგებაშვილის ხელმძღვანელობით ნინო გოგებაშვილის და ლალი ჯაშის მიერ სესრულებული დისერტაციების მასალები. აღნიშნულმა მონოგრაფიამ გერმანიის აკადემიური გამომცემლობის დადებითი შეფასება დაიმსახურა და .მათ მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია ,რომ აღნიშნულ მონოგრაფიაში მოყვანილია მონაცემები პაროდონტოლოგიაში განვითარებული ანთებადი პროცესების დროს იმუნური პასუხის მოლეკულური,სუბუჯრედული და უჯრედული მექანიზმების შესახებ.დეტალურად არის განხილული იმუნური რეაქციების სხვადასხვა ფორმის (ფაგოციტოზი, ლიზოცინის აქტივობა, ნერწყვის ბაქტერიოციდულობა, ციტოკინები, ინტერლეიკინები, ანტისხეულების წარმოქმნა,უჯრედული რეაქციები),ურთიერთკავშირი პაროდონტში განვითარებული ანთებადი პროცესების დროს .ამ თვალსაზრისით სამედიცინო ლიტერატურაში პირველად არის განხილული პირველი ტიპის კოლაგენისადმი განვითარებული ავტოიმუნური პროცესების მექანიზმები პაროდონტის ანთების დროს და მისი კორექციის შესაძლებლობები.ასევე პირველადაა გაანალიზებული და განზოგადოებული მასალები უჯრედთა მეტაბოლიზმზე ენდოგენური რედოქს-სისტემის გავლენის შესახებ,ამასთან მოტანილია . რეაქციული შენაერთების (ჟანგბადის, აზოტის, ლიპიდების) როლი რედოქს ჰომეოსტაზის რეგულაციაში და ანტიოქსიდანტური შენაერთების გენების ტრანსკრიპციაში, რომლებიც აკონტროლებენ იმუნურ პასუხს, პროლიფერაციას,დიფერენციაციას და სხვა ბიოაქტიური მოლეკულების (ანტიოქსიდანტები, იმუნოაქტიურიპეპდიტები, NO-სინთეზა და ა.შ.) აქტიურობას და განაპირობებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ მდგომარეობას პირის ღრუში.ამასთან დაკავშირებით გამომცემლობამ ნოდარ გოგებაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის გამოუცხადა მადლობა,ხოლო . წიგნი გამოცემული იქნა 2016 წლის 4 ოქტომბერს და ის შეტანილი იქნა გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის წიგნების კკატალოგში (Https//portal.dnb.de) და გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ნოდარ გოგებაშვილი არის საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და კონგრესების ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე. მან 1991 წელს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით კონგრესის მონაწილეებს ქალაქ ბუდაპეშტში წაუკითხა ლექცია ფილტვების სპეციფიკური და არასპეციფიკური დაავადების დროს იმუნური სისტემის ცვლილებების შესახებ. ასევე 1995 წელსმან მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატი სპორტული მედიცინის მუშაკებისათვის წაკითხული ლექციების გამო.ამასთან ნოდარ გოგებასვილმა 1993 წელს ქალაქ ვარშავაში მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო პროგრამის შემუშავებაში. 1994 წელს კი მის მიერ შემუშავებული იქნა საქართველოს ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა .ნოდარ გოგებაშვილი არის იმუნოლოგიური კვლევების ფუძემდებელი საქართველოში. ამ მიმართულებით ის 55 წლის განმავლობაში ეწევა სამედიცინო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით აღზრდილია ახალგაზრდა მეცნიერ იმუნოლოგთა მრავალი თაობა და დაცულია 157 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში. არის 500-მდე სამეცნიერო შრომის და 4 მონოგრაფიის ავტორი. 1983 წელს არჩეული იყო სსრკ სამედიცინო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იმუნოლოგიის სამეცნიერო საბჭოს წევრად. მისი ინიციატივით 1984 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოება და არჩეული იყო ამ საზოგადოების პრეზიდენტად. 1997 –2006 წლამდე იყო ალერგოლოგების და კლინიკური იმუნოლოგების ასოციაციის თავმჯდომარე, 2006 წლიდან ამ ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. 1994 წელს არჩეული იყო საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად,ამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრად და თეორიულ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელად. იმავე წელს არჩეული იყო მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, 1995 წელს კი ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1998 ელს არჩეულ იქნა იმუნო რეაბილიტოლოგების საერთაშორისო ასოციაციის წევრად.სამეცნიერო პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობაში მიღწეული წარმატებებისთვის1991წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მშვიდობის განმტკიცების საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის 1989 წელს დაჯილდოვებულია მშვიდობის საბჭოთა ფონდის ოქროს მედლით,1994წელს საქართველოს სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებათა ასოციაციის ზაზა ფანასკერტელის მედლით,1994წელს კი ღირსების ორდენით.2021 წელს არჩეული იყო საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად.