თეორიული მედიცინის განყოფილება


1.

ნოდარ გოგებაშვილი

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიკოსი, ნოდარ გოგებაშვილი დაიბადა 1930 წლის 2 აგვისტოს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე; 1954 წელს კი წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურანლო ფაკულტეტი, რის შემდეგ სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით დატოვებულ იქნა მიკრობიოლოგიის კათედრაზე ასპირანტურაში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ 1958-1963 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. 1962 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტუბერკულოზის სამეცნირო კვლევით ინსტიტუტში, სადაც თანმიმდევრულად ეკავა ექსპერიმენტული განყოფილების ხელმძღვანელის, კლინიკური და იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკის, ამავე განყოფილების ხელმძღვანელის და ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები. 1955 წელს არჩეული იყო პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმუნოლოგიის და ალერგოლოგიის კათედრის გამგედ, ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ 2005 წლიდან იყო ამავე აკადემიის მიკრობიოლოგიის კათედრის პროფესორი. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1970 წელს სადოქტორო დისერტაცია “ტუბერკულოზური ანთების მიმდინარეობის ჰისტოქიმიური და იმუნოლოგიური ფაქტორები” ქალაქ მოსკოვში სსრკ სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო საბჭოზე. დისერტაცია აღიარებული იყო წლის საუკეთესო დისერტაციად და ამავე საბჭოს რეკომენდაციით გამოქვეყნებული იქნა მონოგრაფიის სახით. თავისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე მან შეისწავლა და დაადგინა სხივური დაავადებების დროს ბაქტერიოფაგიის კანონზომიერებანი, შემდგომ ეტაპზე იწყებს ფართომაშტაბურ კვლევებს ტუბერკულოზის იმუნოლოგიაში. მან პირველმა დაახასიათა ტუბერკულოზის ანტიგენების შემცველი უჯრედული სტრუქტურები და მათი განაწილების დინამიკა; აგრეთვე ანტისხეულების წარმოქმნის უჯრედული საფუძვლები და უჯრედული ტრანსფორმაციები, რომლებიც მიმდინარეობენ არამარტო ლიმფურ ქსოვილში არამედ ფილტვის ქსოვილშიც, რის საფუძველზეც შეიქმნა ჰიპოთეზა ფილტვების, როგორც იმუნოკომპეტენტური ორგანოს შესახებ. მიზანდასახული კვლევების საფუძველზე მან გამიჯნა ტუბერკულოზური ინფექციების მიმდინარეობის სხვადასხვა ფაზა და მოგვცა მათი იმუნოლოგიური და იმუნომორფოლოგიური ცვლილებების სრულყოფილი დახასიათება, რამაც მნიშვლელოვანი წვლილი შემატა ტუბერკულოზის იმუნოლოგიას. მეტად მნიშვნელოვანია გამოკვლევები I ტიპის კოლაგენის მიმართ განვითარებული ავტოიმუნური პროცესის თავისებურებების შესახებ ტუბერკულოზის, ფსორიაზის, პაროდონტიტის და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს. მისი შრომები, რომლებშიც შესწავლილია თანამედროვე იმუნოლოგიის და ინფექციური პათოლოგიის აქტუალური საკითხები არის როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მნიშვნელობის და გამოქვეყნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მოიხსენება ჩვენი ქვეყნის და უცხოეთის მეცნიერებათა შრომებში, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში. გერმანიის ნაციონალური აკადემიის გამომცემლობის - Lambert Academic Publishing (LAP) აკადემიური შრომების რედაქტორის დაკვეთით დაიწერა მონოგრაფია “Молекулярные, субклеточные и клеточные аспекты патогенеза пародонтита” ნოდარ გოგებაშვილის ხელმძღვანელობით შესრულებული კვლევების, ნინო გოგებაშვილის, ლალი ჯაშის დისერტაციების მასალებისა და შესაბამისი ლიტერატურის (1965 წლიდან - 2016 წლამდე) ანალიზის საფუძველზე. აღნიშნულმა მონოგრაფიამ გერმანიის აკადემიური გამომცემლობის მაღალი შეფასება დაიმსახურა. დასკვნაში ნათქვამია, რომ მონოგრაფიაშია წარმოდგენილია მონაცემები პაროდონტოლოგიაში განვითარებული ანთებადი პროცესების დროს იმუნური პასუხის მოლეკულური, სუბუჯრედული და უჯრედული მექანიზმების შესახებ. დეტალურად არის განხილული იმუნური რეაქციების სხვადასხვა ფორმის (ფაგოციტოზი, ლიზოცინის აქტივობა, ნერწყვის ბაქტერიოციდულობა, ციტოკინები, ინტერლეიკინები, ანტისხეულების წარმოქმნა, უჯრედული რეაქციები), ურთიერთკავშირი პაროდონტში განვითარებული ანთებადი პროცესების დროს. მონოგრაფიულ ლიტერატურაში პირველად არის განხილული კოლაგენის როლი. პირველი ტიპის კოლაგენისადმი განვითარებული ავტოიმუნური პროცესების მექანიზმები პაროდონტის ანთების დროს და მისი კორექციის შესაძლებლობები. გაანალიზებულია და განზოგადოებულია მასალები უჯრედთა მეტაბოლიზმზე ენდოგენური რედოქს-სისტემის გავლენის შესახებ. რეაქციული შენაერთების (ჟანგბადის, აზოტის, ლიპიდების) როლი რედოქსჰომეოსტაზის რეგულაციაში და ანტიოქსიდანტური შენაერთების გენების ტრანსკრიპციაში, რომლებიც აკონტროლებენ იმუნურ პასუხს, პროლიფერაციას, დიფერენციაციას და სხვადასხვა ბიოაქტიური მოლეკულის (ანტიოქსიდანტები, იმუნოაქტიური პეპდიტები, NO-სინთეზა და ა.შ.) აქტიურობას და განაპირობებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ მდგომარეობას მთლიანობაში და კერძოდ პირის ღრუში (მორეციდივე წყლულები, ლეიკოპლაკია, პირის ღრუს სიმსივნეები და პაროდონტის ანთებადი დაავადებები). ამასთან დაკავშირებით გამომცემლობამ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის გამოუცხადა მადლობა. წიგნი გამოცემული იქნა 2016 წლის 4 ოქტომბერს. ის შეტანილია გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგში (https://portal.dnb.de) და გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ნოდარ გოგებაშვილი არის საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და კონგრესების ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე. 1991 წელს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით კონგრესის მონაწილეებს ქალაქ ბუდაპეშტში წაუკითხა ლექცია ფილტვების სპეციფიკური და არასპეციფიკური დაავადების დროს იმუნური სისტემის ცვლილებების პათოგენეზური, დიაგნოსტიკური, პროგნოზული მნიშვნელობის და შესაბამისი იმუნოთერაპიის შესახებ. 1995 წელს მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატი სპორტული მედიცინის მუშაკებისათვის წაკითხული ლექციების გამო.1993 წელს ქალაქ ვარშავაში მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო პროგრამის შემუშავებაში. 1994 წელს მის მიერ შემუშავებული იქნა საქართველოს ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა. ნოდარ გოგებაშვილი არის იმუნოლოგიური კვლევების ფუძემდებელი საქართველოში. 55 წლის განმავლობაში ეწევა სამედიცინო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით აღზრდილია ახალგაზრდა მეცნიერ იმუნოლოგთა მრავალი თაობა და დაცულია 154 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში. არის 347 სამეცნიერო შრომის და 4 მონოგრაფიის ავტორი. 1983 წელს არჩეული იყო სსრკ სამედიცინო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იმუნოლოგიის სამეცნიერო საბჭოს წევრად. მისი ინიციატივით 1984 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოება და არჩეული იყო ამ საზოგადოების პრეზიდენტად. 1997 – 2006 წლამდე იყო ალერგოლოგების და კლინიკური იმუნოლოგების ასოციაციის თავმჯდომარე, 2006 წლიდან ამ ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. 1994 წელს არჩეული იყო საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, ამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრად და თეორიულ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელად. იმავე წელს არჩეული იყო მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, 1995 წელს კი ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1998 წელს არჩეულ იქნა იმუნორეაბილიტოლოგების საერთაშორისო ასოციაციის წევრად. სამეცნიერო პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობაში მიღწეული წარმატებებისთვის 1991 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. მშვიდობის განმტკიცების საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის 1989 წელს დაჯილდოვებულია მშვიდობის საბჭოთა ფონდის ოქროს მედლით, 1994 წელს საქართველოს სამედიცინო-სამეცნიერო საზოგადოებათა ასოციაციის ზაზა ფანასკერტელის მედლით, 1994 წელს კი ღირსების ორდენით.

2.

რამაზ ხეხცურიანი

პერსონალური ინფორმაცია დაბადების თარიღი და ადგილი: 1949 წლის 14 მაისი,საქართველო, ცაგერი. განათლება 1956-1966–ქ.ქუთაისის 31-ე საშ. სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე 1967-1973–თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა წითელ დიპლომზე 1973-1976–სახ.სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი ანატომიის კათედრაზე შრომითი საქმიანობა: 1973-1976–თბილისისსახ.სამედიცინოინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასპირანტი 1978-1985_თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი 1985-1990_თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის დოცენტი 1990 _ თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის პროფესორი 1996 _თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე 1991-1992_თბილისისსახ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი ინტერნატურისა და კლინიკური მუშაობის დარგში 1992-2005_თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 2006 _თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამეცნიერო ხარისხი:მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სამეცნიერო წოდება:პროფესორი სამეცნიერო შრომები: 165,აქედან ბოლო 10 წელიწადში 51,მათ შორის9სახელმძღვანელო,6მონოგრაფია,ასევეარისერთი პატენტის ავტორი და მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 სადისერტაციო ნაშრომი. სადისერტაციო საბჭოს წევრობა: ბოლო 10 წლის განმავლობაში მორფოლოგიური სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე სამეცნიერო აკადემიების, სამეცნიერო საბჭოების წევრობა: 1. უმაღლესი სკოლის საერთაშორისო აკადემია (1995 წ) 2.აშშ “მეცნიერების, ინდუსტრიის და განათლების საერთაშორისო აკადემია” 1996წ 3. ალბერტ შვაიცერის მსოფლიო სამედიცინო აკადემიის წევრი 4. პოლონეთის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის წევრი 5. იუნესკოს მედიცო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი 6. საქართველოს მედ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები: 1.პლაცენტის სისხლძარღვთა მორფო-ფუნქციური თავისებურებები ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე და მშობიარობის წინა პერიოდში 2.პირველად იქნა დადგენილი პლაცენტის სისხლძარღვთა ასაკობრივი თავისებურებების დამოკიდებულება დედის ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა სისტემის თავისებურებებთან. 3.ახსნილი იქნა მნიშვნელოვანი თეორიული ფუნდამენტური კონცეფციის “ნაყოფის ჟანგბადით მომარაგების რეგულირების”, ფიზიოლოგიური და მორფოლოგიური საფუძვლები 4.პირველად იქნა დადგენილი, რომ ნაყოფის გულისცემის შესაბამისად, 5.სისხლის მიწოდების მარეგულირებელი, მორფოლოგიური მექანიზმი, ნაყოფის ჭიპლარის აღნაგობის თავისებურებაში მდგომარეობს. 6.ავტორმა და მისმა მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ანტროპოლოგიური კვლევების საფუძველზე, დინამიკაში შეისწავლეს ქართველ ახალშობილთა აქსელერაციის საკითხები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად. საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა: სიცოცხლის გახანგრძლივების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზა კავკასიური დღეგრძელობის ფენომენისა და ქართული ტრადიციული მედიცინის გამოცდილების საფუძველზე ASTC პროექტი #6 895 2003-2007 წწ მორფოლოგიური კვლევის მთავარი ექსპერტი. საერთაშორისო კონგრესები და კონფერენციები: 1. A Critical Appraisal of Medical Education. Linkoping, Sweden 29 August 1 September 1999 2. Horizon Scanning in Medical Ed. 2020 vision. Beer sheva, Israel 27-30 August 2000 3. Medical Education and Standards at a Time of Change. Humboldt University, Berlin, Germany, 2-5 September 2001 4. Approaches to better Teaching. University of Lisbon, Portugal 29 August 1 September 2002 5. Relevance in Medical Education. University of Bern, Switzerland 31 August 3 September 2003 6. Linking health promoting programmes with public policies წიგნის, კრებულის, ჟურნალის რედაქტორობა, რედკოლეგიის წევრობა: 1.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 1993 წ 2.უსწორო კარაბადინი I ტომი, თბილისი 1997 წ 3. Georgian Medical News 1997 წ 4.ქართული სამედიცინო მოამბე, 1995 წ საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში მიწვევები,სალექციო კურსები: _ ოსაკის უნივერსიტეტი, იაპონია 1994 წ _ ანკარის უნივერსიტეტი, თურქეთი 1995, 1997 წწ _ სტამბულის უნივერსიტეტი, თურქეთი 1996 წ _ ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტი, იაპონია 1996 წ _ აშშ ატლანტის უნივერსიტეტი 1995 წ _ აშშ მისურის უნივერსიტეტი 1997, 2003 წწ _ კემბრიჯის უნივერსიტეტი 1998 წ _ პარიზის პარი 5 უნივერსიტეტი 2000წ _ პარიზის ჰუმბოლტის უნივერსიტეტი 2002 წ _ საფრანგეთის ტულუზის უნივერსიტეტი 2000 წ _ საფრანგეთის რეიმსის უნივერსიტეტი 1998 წ _ ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია 2002 წ პროფესიული ასოციაციების, საზოგადოებისწევრობა,მათ შორის საერთაშორისო: _ უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაცია–მმართველი საბჭოს წევრი _ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია–ერთ-ერთი დამფუძნებელი (შეიქმნა 1999წ) _ განათლების საერთაშორისო ასოციაცია–წევრი _ მსოფლიო ნატურალისტთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი _ საქართველოს ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების წევრი _ საქართველოს ეროვნული აკადემიის ექსპერტი მთავრობის და საერთაშორისო ჯილდოები: 1. საქართველოს ღირსების ორდენი 2. საქართველოს სახელმწიფო პრემია სახელმძღვანელოსთვის “ნორმალური ანატომია” 1996 წ 3. საერთაშორისო ღირსების ორდენი 1999 წ 4. ალბერტ შვაიცერის ოქროს ჯვარი 1997 წ 5. კემბრიჯის ღირსების ორდენი 1997 წ 6. ალბერტ შვაიცერის დიდი ოქროს მედალი (მიენიჭა კომანდოსის წოდება) 1999 წ 7. მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების “ღირსეული პიროვნების დიდი ოქროს მედალი” 2000 წ 8. კემბრიჯის მედალი “რჩეული 5000-ს შორის” საპატიო წოდება: 1. საფრანგეთის შამპან-არდენის რეგიონის საპატიო მოქალაქე, 2000 წ 2.მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების თანადირექტორი ევროპიდან (1999 წლიდან) 3. კემბრიჯის და მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების ექსპერტი “უმაღლესი განათლების მენეჯმენტი და მართვა”-ს განხრით

3.

გურამ ბექაია

გურამ ბექაია დაიბადა 1929 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1947 წელს ოქროს მედლით დაამთავრა საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. იყო სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, სტუდენტთა რესპუბლიკური და საკავშირო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და პრიზიორი. სტუდენტობის პერიოდში გამოაქვეყნა ორი ნაშრომი, მათ შორის - ერთი ექსპერიმენტული. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1953 წლიდან 2005 წლამდე იგი მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში (ასპირანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში). 2005 წლიდან დღემდე ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში არის სამეცნიერო კონსულტანტი. 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 1959 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ტეტანური და ტონური ნეირომოტორული ერთეულების ფუნქციური თავისებურებები“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი - აკადემიკოსი ივ. ბერიტაშვილი). 1970 წელს ქ. ერევანში ლ. ორბელის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნათხემისა და ვეგეტატური და ნერვული სისტემის ცენტრში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - „თავის ტვინის ქერქის ინტეგრაციული მოქმედების ნათხემური კონტროლი“. 1971 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1964-1974 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, ხოლო 1985 წლიდან 2000 წლამდე - ამავე უნივერსიტეტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორად. 2000 წლიდან შეთავსებით იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფუნდამენტური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2005 წლიდან პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში მუშაობდა ამავე თანამდებობაზე. პროფესორ გურამ ბექაის სამეცნიერო ინტერესი მოიცავს ბიოლოგიისა და მედიცინის ფართო სპექტრს. მისი კვლევები ეხება ნეიროფიზიოლოგიას, პათოფიზიოლოგიას, ენდოკრინოლოგიას, ნეირომორფოლოგიას, ნეიროფსიქოლოგიას, აგრესიოლოგიას, ნეიროქიმიას, ანესთეზიოლოგიას, რეპროდუქტოლოგიას, მეანობა-გინეკოლოგიას. პროფ. გურამ ბექაიას გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნერო ნაშრომი. მისი გამოგონებების (2 საავტორო მოწმობა) საფუძველზე შექმნილი ხელსაწყო ვიბრაციული მეტრეირინტერი გასული საუკუნის 70-იან წლებში ფართოდ იყო გამოყენებული მოსკოვის, პეტერბურგის, სმოლენსკის, მინსკის, კიევის, თბილისის, აგრეთვე იაპონიის გინეკოლოგიურ კლინიკებში გაჭიანურებული მშობიარობის და მშობიარობის სისუსტის დროს. პროფ. გ. ბექაია არის საქართველოს ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ჟურნალის - „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ბიომედიცინის სერია“ - მთავარი რედაქტორის მოადგილე, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 38 საკანდიდატო და 9 სადოქტორო დისერტაცია. იგი იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორი და მონაწილე. 1995 წელს გ. ბექაია არჩეულ იქნა საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, 1998 წელს - საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, ხოლო 2006 წელს - რუსეთის ფედერაციის მედიკო-ტექნიკური აკადემიის აკადემიკოსად. 2007 წელს პროფ. გურამ ბექაიას მიენიჭა ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია სამეცნიერო შრომების ციკლისთვის - „ნათხემისა და შუამდებარე ტვინის ურთიერთმოქმედება და მათი როლი თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში“. პროფ. გურამ ბექაის სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც მან აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით შეასრულა უნიკალური ნაშრომი ნერვ-კუნთის პრეპარატზე. კერძოდ, მან მოახერხა კუნთოვანი ბოჭკოების გაღიზიანება მხოლოდ ერთი მამოძრავებელი ნერვით (ე.წ. ნეირომოტორული ერთეული). ამ პრეპარატით მას საშუალება მიეცა პირდაპირ დაედასტურებინა აგზნების ქიმიური გადაცემის ბუნება ნერვ-კუნთოვან სინაფსზე (ნაშრომი 1955-1956 წლებში გამოქვეყნდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბეში), რაც შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატის (1963 წ.) ჯონ ეკლსის მიერ იქნა აღნიშნული. პროფესორ გურამ ბექაის მიერ მიღებული მრავალრიცხოვანი ახალი ექსპერიმენტული ფაქტებიდან ყურადსაღებია მისი აღმოჩება ნათხემიდან შემაკავებელი იმპულსაციის გამოსვლის თაობაზე. შემდგომი მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების შედეგად მის მიერ დამტკიცებულია, რომ ნათხემს, მამოძრავებელ სისტემაზე მოქმედების გარდა, გააჩნია არამამოძრავებელი ფუნქცია, რაც გამოიხატება თავის ტვინზე ინტეგრაციულ მოქმედებაში, ძილ-ღვიძილის ციკლში, ტკივილის აღქმასა და ბლოკირებაში და სხვ. მის მიერ ნათხემში აღმოჩენილია შიმშილისა და მაძღრობის, გააფთრების და თვინიერების, ტკივილისა და მისი დათრგუნვის უბნები. გამოთქმულია მწყობრი ჰიპოთეზა ნათხემის ფუნქციების შესახებ და მისი მონაწილეობა თავის ტვინის სხვა სტრუქტურებთან შუუღლებულად თავის ტვინის ფუნქციებსა და ორგანიზმის ზოგად ჰომეოსტაზში. გ. ბექაიამ საკმარისად ვრცელი კვლევა მიუძღვნა აგრესიული ქცევის მექანიზმების შესწავლას და მათ დასათრგუნად შეიმუშავა ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური საშუალებები. სხვადასხვა ცდებით მან დაადგინა ინდუცირებული აზოტის ოქსიდის სინთაზას ინჰიბიციის როლი პერინატალურ პერიოდში გადატანილი ჰიპოქსია-იშემიით გამოწვეული მორფოფუნქციური ძვრების პრევენციაში და ყველა ამ მოქმედებაში დადგენილ იქნა ნერვული სისტემის მონაწილეობა. პროფ. ნოდარ მითაგვარიასთან ერთად მის მიერ აღმოჩენილია ცხვირის ლორწოვან გარსში აზოტის ოქსიდის წარმოქმნის მექანიზმი, რომლის ჩასუნთქვა ფილტვების სტრუქტურებში, და უპირატესად ალვეოლებში, სისხლძარღვების გაფართოებას განაპირობებს, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს, აადვილებს ალვეოლებიდან ფილტვის არტერიების კაპილარებში ჟანგბადის გადასვლას. პროფ. გურამ ბექაიამ გამოიკვლია უნარშეზღუდული ბავშვები, შეისწავლა რა მათი აგრესიული ქცევა, კერძოდ, ყურადღების დეფიციტითა და ჰიპერაქტიური სინდრომით, აგრეთვე ცერებრული დამბლითა და აუტიზმით დაავადებულები. ამ საკითხზე მუშაობის პერიოდში იგი დაინტერესდა ცხენოსნობით მკურნალობით - იპოთერაპიით და აქტიურად ჩაერთო ამ რთულ გამოკვლევაში, რომლის დამფუძნებელ პროფესორ დიმიტრი წვერავასთან ერთად შემუშავებულ იქნა იპოთერაპიის სპეციფიკური მეთოდიკები, რომელთა საშუალებით წარმართული მკურნალობა იმედისმომცემი აღმოჩნდა. კვლევები ამ მიმართულებით კვლავაც გრძელდება. პრაქტიკული მოღვაწეობის გარდა, პროფესორი გურამ ბექაია მრავალი კრებულის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორი გახლავთ. მის მიერ ორგანიზებულია საქართველოს ფიზიოლოგთა სამი ეროვნული ყრილობა, აქტიური მონაწილეობ ა აქვს მიღებული მრავალ პრესტიჟულ ფორუმში. იგი დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და სიგელით, მათ შორის „ღირსების ორდენით“. ბოლო წლებში გამოსცა 3 პოპულარული წიგნი - „ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგია ყველასთვის“ და „საოცრებანი მედიცინაში“ (2 ნაწილი).

4.

ბესარიონ კილასონია

ექიმი, სამართალმცოდნე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; დაიბადა ქ. თბილისში 1946 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1970 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის უფროს ლაბორანტად, 1972 წელს აირჩიეს ამავე კათედრის ასისტენტად. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1978 წელს საშვილოსნოს კიბოს და კიბოსწინარე პათოლოგიური პროცესების დიფერენციულ დიაგნოსტიკაზე. 1979 წლიდან ბესარიონ კილასონია მუშაობას განაგრძობს სამედიცინო ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრის ასისტენტად, 1981 წელს არჩეულ იქნა ამავე კათედრის დოცენტად. 1992 წელს სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის საბჭომ აირჩია ამავე ფაკულტეტის დეკანად, სადაც მოღვაწეობდა 1998 წლამდე, ხოლო შემდეგ დაინიშნა უნივერსიტეტის პრორექტორად სასაწავლო დარგში. დეკანად და პრორექტორად მუშაობის პერიოდში (1992-2003) აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციაში, ახალი სასწავლო გეგემებისა და პროგრამების შექმნაში. ამ წლებში მონაწილეობას იღებდა მსოფლიო და ევროპის უმაღლესი სამედიცინო განათლების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და ყრილობებში. 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სასამართლო მედიცინის აქტუალურ საკითხზე - დედათა სიკვდილის პრობლემებზე და არჩეულ იქნა სასამართლო მედიცინის კათედრის პროფესორად, ხოლო 1998 წლიდან არის ამ კათედრის გამგე. კათედრას 2006 წლიდან ეწოდა სასამართლო მედიცინის დეპარტამენტი, რომლის ხემძღვანელად მუშაობს დღემდე ბ. კილასონია იყო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს და საფაკულტეტო საბჭოს წევრი და ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. ბესარიონ კილასონია 1998 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 2005 წლიდან არის საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი. იყო საქართველოს ექიმთა ასოციაციის პრეზიდნტი, ამჟამად არის ამავე ასოციაციის საპატიო წევრი. 1997 წლიდან არის საქართველოს სასამართლო ექიმთა სასერტიფიკაციო დარგობრივი კომისიის თავჯდომარე და ამავე დარგში რეზიდენტურის ხელმძღვანელი. ბ. კილასონიას გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სასამართლო მედიცინის, პათოლოგიური ანატომიისა და უმაღლესი განათლების საკითებზე, არის სამი მონოგრაფიისა და სამი სახელმძღვანელოს ავტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი სადოქტორო დისერტაცია სასამართლო მედიცინაში. ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს. 1998 წელს დაჯილდოვებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ “ღირსების ორდენით”.

5.

რამაზ შენგელია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,დაბადებული 1952 წლის 28 სექტემბერს თბილისში,საქართველო. განათლება 1969 დაამთავრა საშუალო სკოლა წარჩინებით. 1975 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1975 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი (კინოდრამატურგიის სპეციალობით). 1976 გაიარა ინტერნატურა ქალაქის მე-2 საავადმყოფოში ქირურგის სპეციალობით. 1977 გაიარა თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გულ-მკერდის ორგანოების გადაუდებელი ქირურგის ციკლი. 1978 გაიარა თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის აბდომინალური ქირურგისა და პროქტოლოგიის ციკლი. 1990 დაამთავრა მედიცინის ისტორიის უმაღლესი კურსები (მოსკოვი, სემაშკოს ინსტიტუტი). 1994 (05)”პროგრამა ორგანიზაციული განვითარებისათვის” სან-ხოსეს უნივერსიტეტი (კალიფორნია, აშშ). 1994 (07) ”პროგრამა ორგანიზაციული განვითარებისათვის” (I საფეხური). სან-ხოსეს უნივერსიტეტი (კალიფორნია, აშშ). 1995”პროგრამა ორგანიზაციული განვითარებისათვის” (II საფეხური). სან-ხოსეს უნივერსიტეტი (კალიფორნია, აშშ). შრომითი გამოცდილება 1976-78 ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ქირურგი . 1978-96 თბილისის ქირურგიის ს/კ ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკი, უფროსი მეცნიერი მუშაკი 1984 წლიდან. 1987–1994 საქართველოს სამედიცინო ავიასამსახურის ექიმი-კონსულტანტი. 1991–დან დღემდე მედიცინის ისტორიის da ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 1996 კვლევითი მუშაობა მედიცინის ისტორიის Wellcome Institute - ში (ლონდონის კოლeჯi უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი). 1992-97 ამერიკული ჰუმანიტარული კორპორაციის-ACTS International -მენეჯერი. 1999–2004თსსუMექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1999-დღემდე ფარმაკოლოგიური ფირმა “Quanta-Medical Group” (საფრანგეთი) - ის გლობალური პროექტის მენეჯერის თანაშემწე: 2004–2005საერთაშორისო კლინიკური კვლევა Boilac01 - მენეჯერი 2005–2006საერთაშორისო კლინიკური კვლევა Fabxer04 – მენეჯერი 2010 საერთაშორისო კლინიკური კვლევა IPR_Sigmo_09 (დაუსრ.) – მენეჯერი 2011-2012საერთაშორისო კლინიკური კვლევა Exomega – მენეჯერი 2012 - 2013 საერთაშორისო კლინიკური კვლევა Trixera – მენეჯერი 2013 საერთაშორისო კლინიკური კვლევა Qui – Medica – მენეჯერი 2014-2015საერთაშორისო კლინიკური კვლევა Quimed 13 – მენეჯერი 2000-დღემდე მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორი. 2002-2005ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე. 2005 –2006 თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. 2006 - 2009 თსსუ გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. 2013–დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს (კავკასიის) გენოფონდის შემსწავლელი კომისიის სწავლული მდივანი სამეცნიერო აქტივობა 1984 მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი 1995 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების ისტორიის საბჭოს წევრი. 1996–2012მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM)აღმასრულებელი საბჭოს და ბიუროს წევრი, მრჩეველი. 1997 მეცნიერებათა დოქტორი. 1998 მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. 2003 საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2003 საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 2005 ვაშინგტონის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2012 მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM) ვიცე– პრეზიდენტი 2014 მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHM) 44–ე კონგრესის პრეზიდენტი 2014 საქართველოს წარმომადგენელი მეცნიერებათა აკადემიების საერთაშორისო ასოციაციაში (IAAS) is iyo საერთაშორისო კონფერენცია, თსსუ და ვაშინგტონის მეცნიერებათა აკდემია. 2014ISHM–ის 44–ე კონგრეს პრეზიდენტი, is aris 220 სამეცნიერო და სამეცნიერო - პოპულარული ნაშრომიs avtori . აქედან 14 მონოგრაფია. ერთი მოთხრობების კრებული და ერთი რომანი, ესეისტური ხასიათის სამი მონოგრაფია, პუბლიცისტური წერილები არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი 12 სადისერტაციო თემის ხელმძღვანელი.aseve is aris 20-mde samecniero da samecniero-popularuli wignis redaqtori da sxvadasxva wlebSi is xelmZRvanelobda 15 mde sagranto proeqts.სარედაქციო აქტივობები 1988 –1991”საქართველოს ექიმთა ასოციაციის მოამბე”-ს პასუხისმგებელი რედაქტორი. 1992 – 1997საერთაშორისო ბიულეტენ “Friends of Georgia”-ს Mმთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიების წევრობა: „Georgian Medical News” (საქართველო) "Asclepios" (ბულგარეთი); “The Ancient Medicine” (აშშ); "The Annals of Tbilisi State Medical University" (Georgia). “კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა” (საქართველო); “თანამედროვე მედიცინა” (საქართველო); “ფენომენი” (საქართველო); “საქართველოს სამედიცინო ჟურნალი” (საქართველო). სამეცნიერო ექსპედიციები 1960წლიდაn მონაწილეობა საქართველოს ხალხური მედიცინისა და სამედიცინო ეთნოლოგიის შესწავლის მიზნით მოწყობილ ექსპედიციებში 2012 (07–08) პენსილვანიის უნვერსიტეტის (აშშ) ექსპედიცია სვანეთის მოსახლეობის პოპულაციური გენეტიკური კვლევის მიზნით. ექსპედიციის ხელმძღვანელი ექსპერტიზა 2004 –დან დღემდე UNESCO–ს ექსპერტი ბიოეთიკაში 2006–დან დღემდე IBF საერთაშორისო ქონსალთინგის ექსპერტი სპორტული და სამაშველო აქტივობები 1972სამთო მაშველის წოდება. 1977-82 საქართველოს მთამსვლელთა ნაკრები გუნდის წევრი. 1977სსრკ სპორტკომიტეტის საპატიო მედალი უნიკალური ქირურგიული ოპერაციისთვის, ზRvis donidan..– 4000 მ სიმაღლეზე, პამირში. სამაშველო გუნდში: 1984სვანეთი. ზვავი და წყალდიდობა. 1988სპიტაკი (სომხეთი). მიწისძვრა 1990რაჭა. მიწისძვრა 1990 ირანი. მიწისძვრა. ჯილდო ირანის მთავრობისაგან. ჯილდოები 1998 – ალ-ჯაზარის მედალი (ტუნისი). 1999 –მედალი და დიპლომი: ”XX საუკუნის გამოჩენილი ადამიანები” (IBC კემბრიჯი, ინგლისი). 2004 - სენაკის (საქართველო) საპატიო მოქალაქე 2006 – მარი კიურის სახელობის საპატიო მედალი. 2011 – გიორგი ათონელის სახელობის მედალი. 2013–ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამეცნიერო პრემია (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია). 2015 - პაულ სტრადინშის სახელობის პრემია (ლატვია) 2015-საუკეთესო ნაშრომისათვის მეცნიერების ისტორიაში (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია).

6.

ომარ ხარძეიშვილი

განათლება და შრომითი გამოცდილება: ომარ ხარძეიშვილი დაიბადა 1944 წ. 10 აგვისტოს ვანში (საქართველოს რესპუბლიკა), ვანის I საშუალო სკოლის ოქროს მედალზე (1961 წ.) და თბილისის სახელმწფიო სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1967 წ.) მუშაობა დაიწყო #3 პათოლოგანატომიურ ლაბორატორიაში – ექიმი პათოლოგანატომის თანამდებობაზე (1968 წ.). 1973 წ. არიჩიეს თსსუ პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტად, 1989წ. ამავე კათედრის დოცენტად, 1990წ. კათედრის პროფესორად, 1995 წ. კათედრის გამგედ. 2005 წლიდან და ამჟამადაც – პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია.2017 წ. დაინიშნა თსსუ პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიეროდადიაგნოსტიკური ლაბორატორიის დირექტორად. 2015 წლიდან ასევე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ გენტიკის ინსტიტუტის `სიმსივნეების გენეტიკის~ განყოფილების გამგეა (საზოგადოებრივ საწყისებზე). სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება: 1973 წ.ო.ხარძეიშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია,xolo 1989 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1991 წ. მიენიჭა პროფესორის წოდება. მის მიერ გამოქვეყნებულია 120 სამეცნიერო ნაშრომი, ო. ხარძეიშვილი 1994 წ. აირჩიეს მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1995 წ. ამავე აკადემიის ნამდვილ წევრად. 2017 წ. ო. ხარძეიშვილი აირჩიეს საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. ო. ხარძეიშვილს ფუნდამენტური მეცნიერული გამოკვლევები აქვს ნაწარმოები მედიცინის რამდენიმე მიმართულებით: რეგენერაციული მედიცინა: ო. ხარძეიშვილის მიერ ექსპერიმენტში ემბრიონულ მოდელზე პირველად იქნა დადგენილი გაყოფადი ნეირონების მრფონფუნქციური თავისებურების კომპლექსი და მიღებული შედეგები მან გამოიყენა ნეირონების პოსტემბრიონულ პერიოდში უჯრედული რეგენერაციის შეუძლებლობის დამტკიცებისათვის. რეანიმაციული პათოლგია: ო.ხარძეიშვილმა მის მიერ ჩამოყალიბებულ მეცნიერეთაA ჯგუფთან ერთად ქ. მოსკოვის სკლიფასოვსკის სახ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ინსტიტუტის პათო-მორფოლოგიურ განყოფილებასთან კოოპერაციით (აკად.ნ. პერმიაკოვი) განხორციელებული ექსპერიმენტული გამოკვლევის შედეგად დაადგინა ე.წ. `ორგანული სიკვდილის~ ფენომენის მორფოლოგიური საფუძვლები. გასტროენცეროლოგია:ო.ხარძეიშვილის მიერ დადგენილ იქნა ქართულ პოპულაციაში გავრცელებული ჰეილიკობაქტერიების RAGA და VACA გენოტიპებით გამოწვეული გასტრიტების მორფოლოგიური თავისებურებები ონკომორფოლოგია: ო.ხარძეიშვილის ხემძღვანელობით განხორციელდა BRCA1 მეოს მუტაციის კვლევა კავკასიელ ქალაქებში და დადგენილი იქნა აღნიშნული გენის მუტაციის გავრცელების თავისებურებები საქართველოში ონკოჰემატოლოგია: ო.ხარძეიშვილის ხელმძღვანელობით 1998წ. განხორციელებულ იქნა საგრანტო სამეცნიერო კვლევა- `არაჰოჯკინული ავთვისებიანი ლიმფომების იმუნომორფოლოგიური მარკერები~ და დადგენილ იქნა იმუნოპისტოქიმიური სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების მანამდე უცნობი ზოგიერთი კრიტერიუმი. იმუნომორფოლოგია: ო.ხარძეიშვილის მიერ მნიშვნელოვანი იმუნომორფოლოგიური გამოკვლევებია ჩატარებული – გინეკოლოგიაში, გასტროენცეროლოგიაში, პულმონოლოგიაში,ოტორინოლარინგოლოგიაში, სტომატოლოგიაში. მის მიერ პირელადაა დადგენილი T და B უჯრედების რაოდენობრივი და თვისობრივი განაწილების მიხედვით ტონზილიტების, სტომატიტების, პულპიტების, ენდომეტრიტების შიდანოზოლოგიური მორფოლოგიური ვარიანტები. პროფესორი ო. ხარძეიშვილის დღევანდელ სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს სიმსივნური ღეროვანი უჯრედების მორფოლოგიური თავისებურებების კვლევა სხვადსხვა ტიპის კარცინომების დროს. პროფ.ო.ხარძეიშვილის ხელმძღვანელობით დაცულია 16 დისერტაცია (6 სადოქტორო და 10 საკანდიდატო); პედაგოგიური მოღვაწეობა: ო.ხარძეიშვილს გააჩნია პედაგოგიური მოღვაწეობის 47 წლიანი უწყვეტი სტაჟი.კათედრის გამგის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მიღებული დადებითი გამოცდილების შედეგი მოხსენებულ იქნა 1999 წ.შვედეთში.პროფ. ო. ხარძეიშვილის ავტორობით გამოცemulia7 პროფ.ომარ ხარძეიშვილს გააჩნია ექიმ-პათოლოგიანატომად მუშაობის 50 წლის უწყვეტი სტაჟი. როგორც ექიმი-პათოლოგანატომი პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა თბილისის მოზრდილთა და ბავშვთა სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში ,კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტში პათომორფოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად, შპს `ლანცეტის~ კლინიკურ საავადმყოფოში პათომორფოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად,ქ.გორის პათოლოგიური ანატომიის ცენტრის კონსულტანტად,ქ.რუსთავის პათოლოგ-ანატომიური ცენტრის კონსულტანტად. 1988წწ. ო.ხარძეიშვილის მიენიჭა ექიმი პათოლოგანატომის უმაღლესი კატეგორია. პროფ.ო.ხარძეისSილს მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის საქართველოსიკლინიკურ-პათოლოგანატომიური კონფერნციების ორგანიზება-დანერგვა-პოპულარიზაციაში. მის მიერ დაინერგა კლინიკურ ანატომიური კონფერენციები ქ. გორში და ქართლის ზონის რაიონებში, ქალაქ რუსთავში და ქვემო ქართლის ზონის რაიონებში. აღნიშნულმა კონფერენციებმა დიდი როლი ითამაშა ექიმი-კლინიცისტის კვალიფიკაციის ამაღლების და ახალგაზრდა ექიმ-პათოლოგანატომთა მომზადების საქმეში. საზოგადოებრივისაქმიანობა:პროფ.ო.ხარძეიშვილი არის მრავალი ადგილობრიივ და საერთაშორისო სემინარების, კონფერენციების, ყრილობების და კონგრესების მონაწილე. კავშირის `საქართველოს პათოლოგთა ასოციაცია~ პრეზიდენტი (2010 წლიდან და ამჟამად), `საქართველოს კლინიკური პათოლოგთა ასოციაციის~ პრეზიდენტი (2010 წლიდან და ამჟამად), `საქართველოს ჰელიკობაქტერიული ჯგუფის მორფოლოგიური კლვლევების კოორდინატორი (2000 წლიდან და ამჟამად), საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრი (იყო2006 წლიდან 2009 წლამდე). ო. ხარძეიშვილი არის საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალუარი დაცვის სამინისტრო ექსპერტი პათოლოგანატომი, საქართველოს ექმთა ასოციაციების გაერთიანებების ექსპერტ-პათოლგოანატომთა ჯგუფის ხელმძღვანელი (2004 წელინ ამჟამად). პროფ. ო. ხარძეიშვილი დაჯილდოებულია სამთავრობო ჯილდოებით: ღირსების ორდენით 2001 წ. 12.03. და სამკერდე ნიშნით _ `Отличнику здравоохронения~ 1980.04.04.

7.

დიმიტრი წვერავა

დიმიტრი წვერავა დაიბადა 1927 წლის 31 ივლისს. ქ. თბილისში 1951 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი; ხოლო 1956 წ. ასპირანტურა და მუშაობა დაიწყო ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში სპორტის მედიცინის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად და კათედრის გამგედ. 1962წ. დაიცვა საკანდიდატო ,1988წ. კი სადოქტორო დისერტაცია. 1992წ. იყო შპს თბილისის სამედიცინო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პრორექტორი; ხოლო-1999-2009 წწ. რექტორი. iს იყო ჯანდაცვის მთავარი სპეციალისტი, აქვს 205 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიებიც. დ. წვერავას დიდი დამსახურებაა ონტოგენეზის პოსტნატალურ პერიოდში შეძენილი ცხენის მულტიმექანიზმების მიზანმიმართული, დიფერენცირებული გააქტიურება. მან იპოთერაპიის მზერა მიმართა არა დაავადების მიზეზის ლიკვიდაციისკენ (რაშიც იპოთერაპია უძლურია) არამედ დაავადებით გამოწვეულ გადახრების ამორტიზირებისკენ, ზოომულტიმექანიზმებიდან იმ მექანიზმების ამოკითხვით და გამოყენებით, რომელიც მხოლოდ არსებული გადახრების ადექვატურია. დ.წვერავას კონცეფციამ რადიკალურად შეცვალა იპოთერაპიის არსი, რამაც უზრუნველყო მაღალი სამკურნალო ეფექტი. დ. წვერავას მიგნება აღმოჩენის ტოლფასია, რომელიც აღიარა მსოფლიოს იპოთერაპიის ასოციაციამ. ცხენოსნობით მკურნალობის აღიარებას და მის მეცნიერულად შესწავლას, ხელი შეუწყო რამდენიმე გარემოებამ: ერთის მხრივ ცხენის ღრმად ცოდნამ, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მას დამთავრებული ქონდა კავალერიის სკოლა,ასევე ის იყო რესპუბლიკის მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი; ხოლო მეორეს მხრივ-სამკურნალო ფიზკულტურის და სპორტის მედიცინის სპეციალისტი. ამ ორი პროფესიის თანხვედრამ განაპირობა იპოთერაპიის მეცნიერული წიგნი ცხენოსნობით მკურნალობის შესახებ, რომელიც პირველად უკრაინაში იქნა გამოცემული, შემდეგ თბილისში ქართულად და 2017 წ. მსოფლიო იპოთერაპიის ასოციაციის დაკვეთით ინგლისურ ენაზე. დ. წვერავა მიეკუთვნება იპოთერაპიის პირველ მკვლევართა რიცხვს; იგი თანამედროვე იპოთერაპიის ერთერთი დამფუძვნებელია მსოფლიოში. მან პირველმა შეიმუშავა და დანერგა იპოთერაპიის მეთოდოლოგია კარდიოლოგიაში, კერძოდ იშემიური დაავადების დროს, რომელსაც ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ მაღალი შეფასება დაიმსახურა და აღიარებული იყო როგორც ახალი ორიგინალური მიმართულება. დ. წვერავამ პირველმა შეისწავლა და დანერგა ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიური სინდრომით დაავადებულ ბავშვების მკურნალობის მეთოდი გამოიყენა სპორტის ურთულესი სახეობა ,,ცხენის გაწვრთნის” უმაღლესი სკოლა, ეს დ. წვერავას მიერ იმ ფაქტორის მიგნებაა,რომელიც გამოიხატა ერთის მხრივ სპორტულ დაოსტატებაში ხოლო, მეორეს მხრივ ADHD-ით გამოწვეული გადახრების რეაბილიტაციაში. მისი მეცნიერული კვლევები კერძოდ ,,მხედარი-ცხენი”, როგორც ერთიანი ბიოლოგიური სისტემა თავისი-ფიზიოლოგიური, ზოოფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმებით წინ უსწრებდა კლინიკო-ფიზიოლოგიურ კვლევებს, რომელიც საფუძვლად დაედო იპოთერაპიას. მის მიერ შემუშავებული იქნა იპოთერაპიის მეცნიერული საფუძვლები, მეთოდოლოგია და სხვადასხვა სახის მეთოდიკები, რომელიც არსებითად პიონერული იყო, არის აღიარებული და დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დ.წვერავა არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის და რუსეთის მედიkო-ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს იპოთერაპიის პრეზიდენტი, საქართველოს სამკურნალო ფიზკულტურის და სპორტის მედიცინის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი და მსოფლიოს იპოთერაპიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია.



380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.