აკადემიური საბჭო


1.

რამაზ ხეცურიანი–აკადემიის პრეზიდენტი

პერსონალური ინფორმაცია დაბადების თარიღი და ადგილი: 1949 წლის 14 მაისი,საქართველო, ცაგერი. განათლება 1956-1966–ქ.ქუთაისის 31-ე საშ. სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე 1967-1973–თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა წითელ დიპლომზე 1973-1976–სახ.სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი ანატომიის კათედრაზე შრომითი საქმიანობა: 1973-1976–თბილისისსახ.სამედიცინოინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასპირანტი 1978-1985_თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი 1985-1990_თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის დოცენტი 1990 _ თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის პროფესორი 1996 _თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე 1991-1992_თბილისისსახ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი ინტერნატურისა და კლინიკური მუშაობის დარგში 1992-2005_თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 2006 _თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამეცნიერო ხარისხი:მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სამეცნიერო წოდება:პროფესორი სამეცნიერო შრომები: 165,აქედან ბოლო 10 წელიწადში 51,მათ შორის9სახელმძღვანელო,6მონოგრაფია,ასევეარისერთი პატენტის ავტორი და მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 სადისერტაციო ნაშრომი. სადისერტაციო საბჭოს წევრობა: ბოლო 10 წლის განმავლობაში მორფოლოგიური სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე სამეცნიერო აკადემიების, სამეცნიერო საბჭოების წევრობა: 1. უმაღლესი სკოლის საერთაშორისო აკადემია (1995 წ) 2.აშშ “მეცნიერების, ინდუსტრიის და განათლების საერთაშორისო აკადემია” 1996წ 3. ალბერტ შვაიცერის მსოფლიო სამედიცინო აკადემიის წევრი 4. პოლონეთის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის წევრი 5. იუნესკოს მედიცო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი 6. საქართველოს მედ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები: 1.პლაცენტის სისხლძარღვთა მორფო-ფუნქციური თავისებურებები ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე და მშობიარობის წინა პერიოდში 2.პირველად იქნა დადგენილი პლაცენტის სისხლძარღვთა ასაკობრივი თავისებურებების დამოკიდებულება დედის ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა სისტემის თავისებურებებთან. 3.ახსნილი იქნა მნიშვნელოვანი თეორიული ფუნდამენტური კონცეფციის “ნაყოფის ჟანგბადით მომარაგების რეგულირების”, ფიზიოლოგიური და მორფოლოგიური საფუძვლები 4.პირველად იქნა დადგენილი, რომ ნაყოფის გულისცემის შესაბამისად, 5.სისხლის მიწოდების მარეგულირებელი, მორფოლოგიური მექანიზმი, ნაყოფის ჭიპლარის აღნაგობის თავისებურებაში მდგომარეობს. 6.ავტორმა და მისმა მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ანტროპოლოგიური კვლევების საფუძველზე, დინამიკაში შეისწავლეს ქართველ ახალშობილთა აქსელერაციის საკითხები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად. საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა: სიცოცხლის გახანგრძლივების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზა კავკასიური დღეგრძელობის ფენომენისა და ქართული ტრადიციული მედიცინის გამოცდილების საფუძველზე ASTC პროექტი #6 895 2003-2007 წწ მორფოლოგიური კვლევის მთავარი ექსპერტი. საერთაშორისო კონგრესები და კონფერენციები: 1. A Critical Appraisal of Medical Education. Linkoping, Sweden 29 August 1 September 1999 2. Horizon Scanning in Medical Ed. 2020 vision. Beer sheva, Israel 27-30 August 2000 3. Medical Education and Standards at a Time of Change. Humboldt University, Berlin, Germany, 2-5 September 2001 4. Approaches to better Teaching. University of Lisbon, Portugal 29 August 1 September 2002 5. Relevance in Medical Education. University of Bern, Switzerland 31 August 3 September 2003 6. Linking health promoting programmes with public policies წიგნის, კრებულის, ჟურნალის რედაქტორობა, რედკოლეგიის წევრობა: 1.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 1993 წ 2.უსწორო კარაბადინი I ტომი, თბილისი 1997 წ 3. Georgian Medical News 1997 წ 4.ქართული სამედიცინო მოამბე, 1995 წ საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში მიწვევები,სალექციო კურსები: _ ოსაკის უნივერსიტეტი, იაპონია 1994 წ _ ანკარის უნივერსიტეტი, თურქეთი 1995, 1997 წწ _ სტამბულის უნივერსიტეტი, თურქეთი 1996 წ _ ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტი, იაპონია 1996 წ _ აშშ ატლანტის უნივერსიტეტი 1995 წ _ აშშ მისურის უნივერსიტეტი 1997, 2003 წწ _ კემბრიჯის უნივერსიტეტი 1998 წ _ პარიზის პარი 5 უნივერსიტეტი 2000წ _ პარიზის ჰუმბოლტის უნივერსიტეტი 2002 წ _ საფრანგეთის ტულუზის უნივერსიტეტი 2000 წ _ საფრანგეთის რეიმსის უნივერსიტეტი 1998 წ _ ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია 2002 წ პროფესიული ასოციაციების, საზოგადოებისწევრობა,მათ შორის საერთაშორისო: _ უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაცია–მმართველი საბჭოს წევრი _ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია–ერთ-ერთი დამფუძნებელი (შეიქმნა 1999წ) _ განათლების საერთაშორისო ასოციაცია–წევრი _ მსოფლიო ნატურალისტთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი _ საქართველოს ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების წევრი _ საქართველოს ეროვნული აკადემიის ექსპერტი მთავრობის და საერთაშორისო ჯილდოები: 1. საქართველოს ღირსების ორდენი 2. საქართველოს სახელმწიფო პრემია სახელმძღვანელოსთვის “ნორმალური ანატომია” 1996 წ 3. საერთაშორისო ღირსების ორდენი 1999 წ 4. ალბერტ შვაიცერის ოქროს ჯვარი 1997 წ 5. კემბრიჯის ღირსების ორდენი 1997 წ 6. ალბერტ შვაიცერის დიდი ოქროს მედალი (მიენიჭა კომანდოსის წოდება) 1999 წ 7. მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების “ღირსეული პიროვნების დიდი ოქროს მედალი” 2000 წ 8. კემბრიჯის მედალი “რჩეული 5000-ს შორის” საპატიო წოდება: 1. საფრანგეთის შამპან-არდენის რეგიონის საპატიო მოქალაქე, 2000 წ 2.მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების თანადირექტორი ევროპიდან (1999 წლიდან) 3. კემბრიჯის და მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების ექსპერტი “უმაღლესი განათლების მენეჯმენტი და მართვა”-ს განხრით

2.

ზურაბ ხელაძე–-აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი

ზურაბ ხელაძე დაიბადა 1952 წელს,ოზურგეთის პირველი საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა წარჩინებით.1975-1978 წლებში სწავლობდა კლინიკურ ორდინატურაში იმავე ინსტიტუტის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის კათედრაზე.საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1983 წელს,ხოლო სადოქტორო-1990 წელს (საბჭოთა კავშირის უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ მისი დაცვა და დაცვის მასალები გასაიდუმლოებული იყო).სტაჟირება აქვს გავლილი მოსკოვის (1978წ,1980წ,1985წ,1988წ,1989წ),კიევის(1990წ,1891წ),რომის (1991წ),ნიუ-იორკის(1992წ), ვაშინგტონის (1992წ),პეტერბურგის(1994წ),კაიროს(2005წ)მ ტოკიოსა(2014წ) და კრიტიკული მედიცინის სხვა წამყვან კლინიკებში ზურაბ ხელაძის საექიმო საქმიანობა მოიცავს აკად.ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმად (1978წ.) და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად(2001წ),აგრეთვე აკად.ვ.ბოჭორიშვილის სახელობის რესპუბლიკის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის რეანიმაციის სამსახურის უფროსად მუშაობას (1983წ.).ის ასევე წარმართავდა თბილისის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა (1989) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული სამხედრო კონფლიქტების დროს დაჭრილ მეომართა მკურნალობის პროცესს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში.(1992წ),მის მიერ დაფუძნებულია კატასტროფათა მედიცინის საერთაშორისო ცენტრი(1991წ),რომელიც შემდეგში რეორგანიზებული იყო საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტად(1994წ) და ამ ორგანიზაციის დირექტორად ის ამჟამად მუშაობს.ის ასევე იყო აკად.ო.ღუდუშაურის სახელობის ნაციონალური სამედიცინო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი(2001წ), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი (2001წ) და ექსპერტი (2015 წლიდან დღემდე) კრიტიკულ მედიცინაში საერთოდ კი 1975წლიდან მოყოლებული დღემდე მის მიერ ნამკურნალებია 75000,0 მეტი ავადმყოფი,მათ შორის ქვეყნის იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა აბსოლუტური უმრავლესობა,რომლებიც უკანასკნელ წლებში იმყოფებოდნენ კრიტიკულ მდგომარეობაში. ზურაბ ხელაძის პედაგოგიური საქმიანობა მოიცავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის “ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის” კათედრის ასისტენტად (1983წ),დოცენტად (1988წ),პროფესორად(1994წ) და კათედრის გამგედ(1994წ) მუშაობას. 2001-2016 წლებში ის ასევე იყო ამავე ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის და კატასტროფათა მედიცინის კათედრის გამგე, და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ის ასევე იყო საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი (2001წ),სასერტიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე (2001წ) და უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსების ხელმძღვანელი(2003წ). კრიტიკულ მედიცინაში.საერთოდ კი მის მიერ აღზრდილია საქართველოს კრიტიკული მედიცინის სამსახურში მომუშავე ექიმთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა რიცხვი 700-ზე მეტია. ზურაბ ხელაძის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის “ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის” კათედრის რეანიმატოლოგიის საპრობლემო ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ თანამშრომელად (1978წ),უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1988წ) და ლაბორატორიის ხელმძღვანელად (1988წ) მუშაობას. ის ასევე იყო საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის რეანიმატოლოგიის საპრობლემო კომისიის წევრი(1988წ) და ახალგაზრდა რეანიმატოლოგთა სამეცნიერო საქმიანობის კოორდინატორი(1988წ), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის “ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სადისერტაციო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (1989წ),თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმის”Critical Care &Catasstrophe Medicine” თავმჯდომარე (1990წლიდან დღემდე) და საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე (1994წლიდან დღემდე),ის ასევე არის საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი წევრი და სწავლული მდივანი(1994წ), აგრეთვე ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი(1095წლიდან დღემდე). რეფერირებადი და რეცენზიერებადი სამეცნიერო ჟურნალის „Critical Care&Catastrophe Medicine”რედაქტორი (2005წლიდან დღემდე), ჟურნალ“საქართველოს ქირურგიის მაცნეს”სარედაქციო კოლეგიის წევრი. (2017წლიდან დღემდე) და მსოფლიოს აკადემიათაშორისო თანამშრომლობა ჯანმრთელობისათვის პირველი სამუშაო შეხვედრის თავმჯდომარე (2017წ). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 100-მდე კონგრესის, კონფერენციისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიების მუშაობაში..ის არის 801 სამეცნიერო ნაშრომის, 6 მონოგრაფიის,7 სახელმძღვანელოს და 31 გამოგონების, პატენტის,რაციონალური წინადადების და მეთოდური რეკომენდაციის ავტორი,რომლებსაც ინტერნეტით დადასტურებული ცნობებებით მსოფლიოს 156 ქვეყანაში ყოველდღიურად კითხულობს 57 მეტი პიროვნება. ზურაბ ხელაძის ექსპერტული საქმიანობა მოიცავს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის საკანონმდებლო კომისიის მოწვეულ წევრად მუშაობას (1996წ). ის ასევე იყო სახელმწიფო სამკურნალო სტანდარტების შემდგენი კომისიის თავმჯდომარე ანესთეზიოლოგიაში და კრიტიკულ მედიცინაში(1996წ). ბიოეთიკის ნაციონალური კომისიის წევრი(1997წ), აგრეთვე მის მიერ არის მომზადებული საქართველოს პრეზიდენტის N100(2001წ) ბრძანებულება “ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმების შესახებ”(2000წ).მას ასევე სისტემატურად უხდება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა მკურნალობის ექსპერტული შეფასებების ჩატარება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. ზურაბ ხელაძის პროფესიულ ორგანიზაციებში საქმიანობა მოიცავს კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაციის დაფუძნებას და მის პრეზიდენტად (1992წლიდან დღემდე) მუშაობას.ის ასევე არის ინტენსიური და კრიტიკული ზრუნვის ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი, ინტენსიური ზრუნვის მედიცინის ევროპის საზოგადოების წევრი და მსოფლიოს გლობალური ალიანსი სეფსისისათვის დამფუძნებელი წევრი.ის ასევე იყო ინტენსიური და კრიტიკული ზრუნვის ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ეგიდით წარმოებული საერთაშორისო პროექტების “ICONON” (2015წ) და “EPIC-3 ” (2017წ) რეგიონული ხელმძღვანელი,აგრეთვე ევროპის ინტენსიური ზრუნვის მედიცინის საზოგადოების ეგიდით წარმოებული პროექტის “Pneumonia Inspire“რეგიონული ხელმძღვანელი(2016წ).ის ითვლება კრიტიკული მედიცინის სამსახურის ერთ-ერთ დამფუძნებლად.

3.

ნოდარ გოგებაშვილი– აკადემიის თეორიული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიკოსი, ნოდარ გოგებაშვილი დაიბადა 1930 წლის 2 აგვისტოს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე; 1954 წელს კი წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურანლო ფაკულტეტი, რის შემდეგ სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით დატოვებულ იქნა მიკრობიოლოგიის კათედრაზე ასპირანტურაში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ 1958-1963 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. 1962 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტუბერკულოზის სამეცნირო კვლევით ინსტიტუტში, სადაც თანმიმდევრულად ეკავა ექსპერიმენტული განყოფილების ხელმძღვანელის, კლინიკური და იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკის, ამავე განყოფილების ხელმძღვანელის და ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები. 1955 წელს არჩეული იყო პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმუნოლოგიის და ალერგოლოგიის კათედრის გამგედ, ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ 2005 წლიდან იყო ამავე აკადემიის მიკრობიოლოგიის კათედრის პროფესორი. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1970 წელს სადოქტორო დისერტაცია “ტუბერკულოზური ანთების მიმდინარეობის ჰისტოქიმიური და იმუნოლოგიური ფაქტორები” ქალაქ მოსკოვში სსრკ სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო საბჭოზე. დისერტაცია აღიარებული იყო წლის საუკეთესო დისერტაციად და ამავე საბჭოს რეკომენდაციით გამოქვეყნებული იქნა მონოგრაფიის სახით. თავისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე მან შეისწავლა და დაადგინა სხივური დაავადებების დროს ბაქტერიოფაგიის კანონზომიერებანი, შემდგომ ეტაპზე იწყებს ფართომაშტაბურ კვლევებს ტუბერკულოზის იმუნოლოგიაში. მან პირველმა დაახასიათა ტუბერკულოზის ანტიგენების შემცველი უჯრედული სტრუქტურები და მათი განაწილების დინამიკა; აგრეთვე ანტისხეულების წარმოქმნის უჯრედული საფუძვლები და უჯრედული ტრანსფორმაციები, რომლებიც მიმდინარეობენ არამარტო ლიმფურ ქსოვილში არამედ ფილტვის ქსოვილშიც, რის საფუძველზეც შეიქმნა ჰიპოთეზა ფილტვების, როგორც იმუნოკომპეტენტური ორგანოს შესახებ. მიზანდასახული კვლევების საფუძველზე მან გამიჯნა ტუბერკულოზური ინფექციების მიმდინარეობის სხვადასხვა ფაზა და მოგვცა მათი იმუნოლოგიური და იმუნომორფოლოგიური ცვლილებების სრულყოფილი დახასიათება, რამაც მნიშვლელოვანი წვლილი შემატა ტუბერკულოზის იმუნოლოგიას. მეტად მნიშვნელოვანია გამოკვლევები I ტიპის კოლაგენის მიმართ განვითარებული ავტოიმუნური პროცესის თავისებურებების შესახებ ტუბერკულოზის, ფსორიაზის, პაროდონტიტის და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს. მისი შრომები, რომლებშიც შესწავლილია თანამედროვე იმუნოლოგიის და ინფექციური პათოლოგიის აქტუალური საკითხები არის როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მნიშვნელობის და გამოქვეყნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მოიხსენება ჩვენი ქვეყნის და უცხოეთის მეცნიერებათა შრომებში, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში. გერმანიის ნაციონალური აკადემიის გამომცემლობის - Lambert Academic Publishing (LAP) აკადემიური შრომების რედაქტორის დაკვეთით დაიწერა მონოგრაფია “Молекулярные, субклеточные и клеточные аспекты патогенеза пародонтита” ნოდარ გოგებაშვილის ხელმძღვანელობით შესრულებული კვლევების, ნინო გოგებაშვილის, ლალი ჯაშის დისერტაციების მასალებისა და შესაბამისი ლიტერატურის (1965 წლიდან - 2016 წლამდე) ანალიზის საფუძველზე. აღნიშნულმა მონოგრაფიამ გერმანიის აკადემიური გამომცემლობის მაღალი შეფასება დაიმსახურა. დასკვნაში ნათქვამია, რომ მონოგრაფიაშია წარმოდგენილია მონაცემები პაროდონტოლოგიაში განვითარებული ანთებადი პროცესების დროს იმუნური პასუხის მოლეკულური, სუბუჯრედული და უჯრედული მექანიზმების შესახებ. დეტალურად არის განხილული იმუნური რეაქციების სხვადასხვა ფორმის (ფაგოციტოზი, ლიზოცინის აქტივობა, ნერწყვის ბაქტერიოციდულობა, ციტოკინები, ინტერლეიკინები, ანტისხეულების წარმოქმნა, უჯრედული რეაქციები), ურთიერთკავშირი პაროდონტში განვითარებული ანთებადი პროცესების დროს. მონოგრაფიულ ლიტერატურაში პირველად არის განხილული კოლაგენის როლი. პირველი ტიპის კოლაგენისადმი განვითარებული ავტოიმუნური პროცესების მექანიზმები პაროდონტის ანთების დროს და მისი კორექციის შესაძლებლობები. გაანალიზებულია და განზოგადოებულია მასალები უჯრედთა მეტაბოლიზმზე ენდოგენური რედოქს-სისტემის გავლენის შესახებ. რეაქციული შენაერთების (ჟანგბადის, აზოტის, ლიპიდების) როლი რედოქსჰომეოსტაზის რეგულაციაში და ანტიოქსიდანტური შენაერთების გენების ტრანსკრიპციაში, რომლებიც აკონტროლებენ იმუნურ პასუხს, პროლიფერაციას, დიფერენციაციას და სხვადასხვა ბიოაქტიური მოლეკულის (ანტიოქსიდანტები, იმუნოაქტიური პეპდიტები, NO-სინთეზა და ა.შ.) აქტიურობას და განაპირობებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ მდგომარეობას მთლიანობაში და კერძოდ პირის ღრუში (მორეციდივე წყლულები, ლეიკოპლაკია, პირის ღრუს სიმსივნეები და პაროდონტის ანთებადი დაავადებები). ამასთან დაკავშირებით გამომცემლობამ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის გამოუცხადა მადლობა. წიგნი გამოცემული იქნა 2016 წლის 4 ოქტომბერს. ის შეტანილია გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგში (https://portal.dnb.de) და გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ნოდარ გოგებაშვილი არის საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და კონგრესების ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე. 1991 წელს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით კონგრესის მონაწილეებს ქალაქ ბუდაპეშტში წაუკითხა ლექცია ფილტვების სპეციფიკური და არასპეციფიკური დაავადების დროს იმუნური სისტემის ცვლილებების პათოგენეზური, დიაგნოსტიკური, პროგნოზული მნიშვნელობის და შესაბამისი იმუნოთერაპიის შესახებ. 1995 წელს მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატი სპორტული მედიცინის მუშაკებისათვის წაკითხული ლექციების გამო.1993 წელს ქალაქ ვარშავაში მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო პროგრამის შემუშავებაში. 1994 წელს მის მიერ შემუშავებული იქნა საქართველოს ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა. ნოდარ გოგებაშვილი არის იმუნოლოგიური კვლევების ფუძემდებელი საქართველოში. 55 წლის განმავლობაში ეწევა სამედიცინო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით აღზრდილია ახალგაზრდა მეცნიერ იმუნოლოგთა მრავალი თაობა და დაცულია 154 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში. არის 347 სამეცნიერო შრომის და 4 მონოგრაფიის ავტორი. 1983 წელს არჩეული იყო სსრკ სამედიცინო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იმუნოლოგიის სამეცნიერო საბჭოს წევრად. მისი ინიციატივით 1984 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოება და არჩეული იყო ამ საზოგადოების პრეზიდენტად. 1997 – 2006 წლამდე იყო ალერგოლოგების და კლინიკური იმუნოლოგების ასოციაციის თავმჯდომარე, 2006 წლიდან ამ ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. 1994 წელს არჩეული იყო საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, ამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრად და თეორიულ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელად. იმავე წელს არჩეული იყო მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, 1995 წელს კი ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1998 წელს არჩეულ იქნა იმუნორეაბილიტოლოგების საერთაშორისო ასოციაციის წევრად. სამეცნიერო პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობაში მიღწეული წარმატებებისთვის 1991 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. მშვიდობის განმტკიცების საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის 1989 წელს დაჯილდოვებულია მშვიდობის საბჭოთა ფონდის ოქროს მედლით, 1994 წელს საქართველოს სამედიცინო-სამეცნიერო საზოგადოებათა ასოციაციის ზაზა ფანასკერტელის მედლით, 1994 წელს კი ღირსების ორდენით.



380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.