IAP–ის წევრი აკადემიებისა და ახალგაზრდა მეცნიერებათა აკადემიების პასუხები “COVID-19” შესახებ.

IAP–ის წევრი აკადემიებისა და ახალგაზრდა  მეცნიერებათა   აკადემიების  პასუხები “COVID-19” შესახებ.

აკადემიის სახელწოდება

საქართველოს მედიცინის  მეცნიერებათა აკადემია

ქვეყანა

საქართველო

საკონტაქტო პირი (პირი, რომელიც ავსებს ფორმას)

ზურაბ ხელაძე

აკონტაქტო ელ. ფოსტა

Kheladze@gmail.com

თქვენი პოზიცია აკადემიაში

ვიცე პრეზიდენტი

1. ა. როგორია Covid-19 პანდემიის ამჟამინდელი სტატუსი თქვენს ქვეყანაში?

საქართველოში "COVID-19" პანდემიის მიმდინარეობა სრულად კონტროლირდება. .პანდემიის დაწყებიდან დღემდე (10.06.2020) დაფიქსირდა ახალი კორონა ვირუსით დაინფიცირების 816.0 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 683,0 პაციენტი, რაც შეესაბამება 84.0%% -ს, გარდაიცვალა 13.0 პაციენტი, რაც შეესაბამება ლეტალობის 1,6% . შემთხვევების რაოდენობა ნელ-ნელა გაიზარდა და დღეში საშუალოდ შეადგენდა 12 -15 შემთხვევას   ამჟამად დაინფიცირების შემთხვევები  მცირეა და 10.06.2020 გამოვლინდა 4,0 შემთხვევა უკვე ცნობილი კლასტერიდან.

1. ბ. გთხოვთ მოგვმართოთ მოკლე განმარტება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩიეთ სხვა ”(მაქსიმუმ 200 სიტყვა)

პანდემიის დროს საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა,  საეჭვო შემთხვევებში  განხორციელდა საკარანტინო ზომები 14.0 დღის განმავლობაში  კარანტინში იმყოფებოდა  10,000,0 ზე მეტი მოქალაქე. საკარანტინო სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად შერჩეულ სასტუმრო კომპლექსებში ჩატარდა, რომლებიც მდებარეობდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ყველა ინფიცირებული პაციენტის მკურნალობა ჩატარდა საავადმყოფოებში, რომლებიც ასევე მდებარეობენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

2.როგორ გამოეხმაურა სამეცნიერო საზოგადოება (ზოგადად) თქვენს ქვეყანაში? (მაქსიმუმ 500 სიტყვა)

საქართველოს მიაჩნია, რომ "COVID-19" პანდემია არის ერთგვარი პრელუდია მომავალი პანდემიების განვითარებისათვის, რომლთა წარმოშობა მოსალოდნელია კლიმატის გლობალური დათბობით გამოწვეული თოვლის საფარის  დნობით. საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია მილიონობით  წლის განმავლობაში  მუდმივი მყინვარების საფარქვეშ "დამარხული" მიკრობთა ფლორის გამოთავისუფლება,რომელთა  ანტიგენური სტრუქტურის შესახებ ადამიანის იმუნური სისტემა შეიძლება ინფორმაციას არ  ფლობდეს. ამ პრობლემის შესასწავლად და მოსაგვარებლად საჭიროა შეიქმნას მზლავრი საერთაშორისო ორგანიზაცია,რომელიც გააერთიანებს ამ მიმართულებით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძალისხმევას.ამის შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთეს საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიამ, საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციამ და საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტმა, რომელიც 2020 წლის აპრილში გადაეგზავნა IAP–ს წინა გამოკითხვის დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების გასაცნობად.

ამის გარდა საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრების მიერ."COVID-!9" პანდემიის მიმდინარეობის დროს შეიქმნა პანდემიისადმი მიძღვნილი სამი სამეცნიერო ნაშრომი,

პირველ ნაშრომში განხილულია დედამიწაზე არსებული პანდემიის ქრონოლოგია და უკანასკნელი, "COVID-19" პანდემიის წარმოქმნისა და ლიკვიდაციის თავისებურებები, აგრეთვე  ამ პანდემიის მიმდინარეობის შემდგომი პერსპექტივები (ზვ.ხელაძე, ზვ.ხელაძე- 2020 წ.).

მეორე სტატიაში განხილულია "SARS-Cov-2” ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობის თავისებურებები.ნაშრომში ასევე მოტანილია   მკურნალობის დროს მიღებულ შედეგების აანალიზი და  მოსალოდნელი გართულებების პერსპექტივები(ზვ.ხელაძე, ზვ.ხელაძე -202)

მესამე ნაშრომი მოიცავს კვლევებს "SARS-CoV-2” ვირუსით გამოწვეულ  მოსახლეობის ინფიცირებისა და ლეტალობის შესახებ მსოფლიოს 100.0 ქვეყანაში. კვლევისას დადასტურდა, რომ ეს მაჩვენებლები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან  სხვადასხვა გეოგრაფიულ მხარეში მდებარე ქვეყნებში.ისინი  ასევე განსხვავებულია  სხვადასხვა ეკონომიკური განვითარების მქონე  ქვეყნებში, აგრეთვე სხვადასხვა რელიგიური რწმენისა და რასის მოქალაქეების მიერ დასახლებულ ქვეყნებში.გამოითქვა ვარაუდი პანდემიის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა ქვეყნებში ახალი კორონა ვირუსის სხვადასხვა შტამების „მუშაობის“ შესახებ,რაც  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში  პანდემიის სხვადასხვა აგრესიით მიმდინარეობის უმთავრესი მიზეზი უნდა იყოს.  (ზ. ხელაძე, ზვ. ხელაძე -2020)

3. ვინაიდან IAP– ის პირველი კითხვარი, რომელიც წევრებს გაუგზავნა 3 აპრილს, როგორ არის ადაპტირებული / გამოხმაურდა თქვენი აკადემია თქვენს ქვეყანაში covid-19? (მაგ., პოლიტიკის შემქმნელებისთვის რჩევების მიცემა ან საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის). (მაქსიმუმ 500 სიტყვა) საჭიროა

პანდემიის სალიკვიდაციო საქმეში უშუალო მონაწილეობის გარდა, აკადემიის წევრები მონაწილეობდნენ პანდემიის ანალიზის შემუშავებაში, სპეციალური განაცხადების წარდგენაში, პანდემიისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომების მომზადებაში და გამოქვეყნებაში, სატელევიზიო გადაცემებში  და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მეშვეობით პანდემიისადმი მიძღვნილი   პრობლებების გაშუქებაში.

4. რჩევა პოლიტიკოსების მიმართ

4.. რა სხვა მექანიზმები არსებობს (თქვენი აკადემიის გარდა) / გამოყენებულია თქვენს ქვეყანაში პოლიტიკის შემქმნელებისთვის რჩევების გასაცემად? რამდენად ეფექტური იყო ეს? (მაქსიმუმ 500 სიტყვა)

ქვეყანაში პანდემიის ლიკვიდაციისათვის  შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობდა და მის მუშაობაში მონაწილეობდნენ  სხვადასხვა პროფილის მინისტრები. პანდემიის ეპიდემიოლოგიური პრობლემების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს  დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა.ხოლო პანდემიის დროს აღმოცენებული სამედიცინო პრობლემების მოგვარებაში აქტიურად მონაწილეობდმენ სხვადასხვა საავადმყოფოების თანამშრომლები.აღსანიშნავია, რომ  პანდემიის ლიკვიდაციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ სამხედრო სამსახურის, პოლიციისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები,ასევე  ქვეყნის ყველა ცენტრალური და რეგიონალური სტრუქტურების წარმომადგენლები.

4.. რა გაუმჯობესებას შესთავაზებთ? (მაქსიმუმ 500 სიტყვა) საჭიროა

პანდემია ჯერ არ დასრულებულა და შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდეს პანდემიის მეორე ტალღა. ამიტომ აუცილებელი მოთხოვნა არის პანდემიის პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოს დეტალური ანალიზი და მომავალი სამუშაოს დეტალურიპროექტი.  ასევე აუცილებელია დროულად ჩატარდეს სხვა წინასწარი სამუშაოები და შესაბამისი პროექტის დეტალური აღწერა, რომ   მოხდეს პანდემიის სალიკვიდაციო სამუშაოების მეორე ტალღის ეფექტურად მართვა.

5. საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება

5. რა სხვა მექანიზმები არსებობს (თქვენი აკადემიის გარდა) / გამოყენებულ იქნა თქვენს ქვეყანაში საზოგადოებისთვის ნათელი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება? რამდენად ეფექტური იყო ეს? (მაქსიმუმ 500 სიტყვა)

პანდემიის საინფორმაციო მომსახურებაში მონაწილეობდა ქვეყანაში მოქმედი ყველა ტელეკომპანია, გაზეთი, ჟურნალი, ინტერნეტ სივრცის რესურსები და მასმედიის სხვა სერვისები. შედეგად ქვეყნის მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია ჰქონდა  ინფიცირებულთა რაოდენობის, ასევე გამოჯანმრთელებულ და დაღუპულ პაციენტთა რაოდენობის შესახებ, საკარანტინო მომსახურებისა და მოსახლეობისთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ. ასევე, მედიის მეშვეობით მოსახლეობას დეტალურად აუხსნეს სოციალური დისტანციის დაცვის წესები და სხვა მოთხოვნები.მთავრობის წევრები, ასევე სამედიცინო,პოლიციისა და სალიკვიდაციო საქმიანობაში ჩართული სხვა სფეროს წარმომადგენლები პერიოდულად მიმართავდნენ მოსახლეობას  მედია საშუალებების მეშვეობით.

5.b რა გაუმჯობესებას შესთავაზებთ? (მაქსიმუმ 500 სიტყვა)

სამომავლოდ, ალბათ უმჯობესი  იქნება, რომ მედიამ უფრო ოპტიმისტურად გააშუქოს პანდემიის ყოველდღიური მიმდინარეობა  და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ფაქტების წარმოდგენით.ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის "საბრძოლო" განწყობის ამაღლებას ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,რაც უაღედსად  მნიშვნელოვანი აქტია პანდემიის დროს გამოვლენილი არასასუველი ფაქტების ლიკვიდაციის საქმეში.

6. სოციალური უთანასწორობა

6. როგორ ვლინდება სოციალური უთანასწორობა თქვენს ქვეყანაში და როგორ განიხილება ისინი? (მაქსიმუმ 500 სიტყვა)

საქართველოში ”COVID-19” პანდემიის მიმდინარეობის დროს არ დაფიქსირებულა სოციალური უთანასწორობის არც ერთი  ფაქტი.მეტიც,სალიკვიდაციო  სამუშაოების დროს საკარანტინო და სამკურნალო მომსახურებისათვის  საჭირო  ყველა ხარჯი  გაღებული იყო  სახელმწიფოს მიერ. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ ბევრი თანხა დაიხარჯა სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად. ასევე სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა ყველა ანტიეპიდემიური ღონისძიება და . იგი განხორციელდა სრული მოცულობით ყველა მოქალაქის მიმართ  მიუხედავად მათი  ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა, ეკონომიკური სტატუსისა და პროფესიული კუთვნილებისა.

7. რეგიონალური თანამშრომლობა

როგორ შეგიძლიათ თქვენი რეგიონის აკადემიები იმუშაონ ერთად, რომ უპასუხონ COVID-19? თქვენი აკადემია დაუკავშირდა თქვენი რეგიონის სხვა აკადემიას გამოცდილების გასაზიარებლად? თუ ასეა, რომელი?

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

თითოეული აკადემიის მიერ  შექმნილი ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფი "ჩOVID-19" პანდემიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონიტორინგისა და ანალიზების მიზნით.მისი მასალები პერიოდულად წარედგინება სალიკვიდაციო სამუშაოებში  მონაწილე სხვადასხვა  სტრუქტურებს.

დამატების დრო: 2020-06-11










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.