COVID-19 საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება,,

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების  დეპარტამენტთან  არსებული მსოფლიოს აკადემიათაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის  ნაციონალური წევრი  საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს თითოეულ  მოქალაქეს მოუწოდებს ქვეყნისთვის ამ მძიმე დღეებში თავი შეიკავოს ყოველგვარი სახის შეკრებებში მონაწილეობისაგან. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია თვლის,რომ  ეს რჩევა გაგებით იქნება აღქმული საქართველოს მოსახლეობის მიერ და მისი ყოველი წარმომადგენელი ამ თვალსაზრისით გადადგამს ერთადერთ სწორ ნაბიჯს. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია მადლობას უხდის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თანამშრომლობისათვის და  წარმატებებს  უსურვებს მათ  ყოველდღიურ  საქმიანობაში.

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდუმი

15.04.2020

დამატების დრო: 2020-04-19










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.