COVID-19 კვლევა IAP- ის წევრ აკადემიების პასუხები COVID-19– ზე

კვლევა  IAP- ის წევრ  აკადემიების პასუხები COVID-19– ზე

1აკადემიის სახელი

.საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია

2.ქვეყანა:

საქართველო 

3.საკონტაქტო პირი

ზურაბ ხელაძე,

ზვიად ხელაძე

4.საჭიროა საკონტაქტო ელ.ფოსტა:

(095)577-324797

5.პოზიცია აკადემიაში

ვიცე-პრეზიდენტი,

ახალგაზრდა აკადემიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელი

6.რა არის აკადემიის კვლევისა და პოლიტიკის პრიორიტეტები COVID

ეროვნულ დონეზე მოსაგვარებლად?

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის კვლევის და პოლიტიკის პრიორიტეტები ეროვნულ  დონეზე არის ხელი შეუწყოს COVID-19 პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საკონსულტაციო და აკადემიური დახმარება აღმოუჩინოს ამ სამუშაოებში მონაწილე სამთავრობო და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შესაბამის სტრუქტურებს.

7,რა არის  აკადემიის კვლევისა და პოლიტიკის პრიორიტეტები COVID-19 რეგიონალურ დონეზე მოსაგვარებლად?

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია მზად არის საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტთან  ერთად შესაბამისი  მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს სხვადასხვა  ქვეყნების კატასტროფათა და კრიტიკული მედიცინის კადრების მოკლევადიანი სასწავლო-საწვრთნელი ტრენინგები,მათ შორის ტელემედიცინის,ინტერნეტ კონფერენციების და დისტანციური სწავლების სხვა მეთოდების გამოყენებით COVID-19 მიერ გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით.ასევე ინსტიტუტში შექმნილია სახელმძღვანელოები,მეთოდური რეკომენდაციები,ახალი სამკურნალო ტექნოლოგიები და სხვა საშუალებები კრიტიკულ მდგომარეობათა  მედიცინაში, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს  COVID-19 გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია წარედგინოს სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებს.სახელდობრ,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში შედგენილია მეთოდური რეკომენდაციები,ამავე ინსტიტუტში  კონსტრუირებული ახალი სამკურნალო ტექნოლოგიების შესახებ,რომლებიც დაპატენტებულია,ანალოგი არ გააჩნიათ და შესაძლებელია გამოყენებული იყოს COVID-19 დაინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ.მოთხოვნის შემთხვევაში ეს მეთოდური რეკომენდაციები ინსტიტუტს შეუძლია საჩუქრად გადსცეს ყოველ ნაციონალურ აკადემიას.

8. როგორ შეიძლება IAP უკეთ დაეხმაროს თქვენს აკადემიას ამ მცდელობებში? საჭირო

 IAP–ს საქართველოს მიერ გამოვლენილი აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას შეუძლია ხელი შეუწყოს მეთოდოლოგიური დახმარებით,   სამუშაო შეხვედრებისა და ინტერნეტ კონფერენციების ერთობლივი ორგანიზაციით და სხვა მსგავსი ინიციატივების გამოვლენით.

9. როგორ შეიძლება IAP– მა ხელი შეუწყოს მსოფლიო მასშტაბით პასუხისმგებელ და კოლექტიურ კვლევასა და ინოვაციას?

IAP-ს შეუძლია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური აკადემიების ერთობლივ კვლევას COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ 10. როგორ შეიძლება IAP– მა ხელი შეუწყოს ყველასათვის ხელმისაწვდომობას COVID-19– ის ეფექტური პრევენციისა და ჩარევებისთვის? ვისთან ერთად უნდა ჩაერთოს IAP ამ პრიორიტეტების კომუნიკაციისთვის?

IAP-ს შეუძლია გააუმჯობესოს  ნაციონალური აკადემიების წვდომა მათ მიერ შესრულებული  სამუშაოების გასაცნობად,რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ ნაციონალურ აკადემიების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

11. შეიცავს თუ არა თქვენს აკადემიის ვებსაიტი ვებგვერდზე COVID-19? თუ პასუხი არის დიახ, გთხოვთ, მიაწოდოთ ბმული.

 დიახ. აღნიშნულ ვებ-საიტზე განთავსებულია  საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის,საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკული  მედიცინის ასოცოციაციის,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობათა  მეთაურების მიმართ.

12. გთხოვთ, მიუთითოთ აგრეთვე, თუ როგორ დაეხმარეთ COVID-19 პანდემიის შესახებ სოლიდარობის შესახებ IAP– ის გლობალური მოწოდების გავრცელებას, მათ შორის სტატიების ყველა ბმულზე.

 IAP-ის მოწოდებაCOVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სოლიდარობის შესახებ გავრცელებული იყო აკადემიის წევრთა შორის,აგრეთვე საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებში,რაც მათ მიერ დადებითად იქნა აღქმული .

10.04,2020

დამატების დრო: 2020-04-19










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.