COVID-19 საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ასოცოციაციის განცხადება

 

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიას,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტსა და საქართველოს კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ასოცოციაციას თავის მორალურ ვალდებულებად მიაჩნია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელმძღვანელობის ყურადღება მიაპყროს იმ ფაქტს,რომ კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია შესაძლებელია იმ უმძიმეს განსაცდელთა პრელუდია იყოს, რომელიც უახლოეს მომავალში ელოდება ცივილიზაციას.სახელდობრ, კლიმატის გლობალურ დათბობასთან ასოცირებული ყინულთა საფარის დნობა იმ ათასობით ვირუსისა და ბაქტერიის გამოთავისუფლებას გამოიწვევს,რომლებიც ამ ყინულებში მილიონობით წლების განმავლობაში იყვნენ ჩამარხულნი და რომელთა ანტიგენური სტრუქტურის შესახებ ცოდნას ადამიანის იმუნური სისტემა არ ფლობს. შედეგად ცივილიზაციას წინ ელოდება მათ მიერ გამოწვეული მრავალი პანდემია და გლობალური კატასტროფა.ამ განსაცდელის წინააღმდეგ ბრძოლა კი მხოლოდ დედამიწაზე არსებული ყველა სახელმწიფოს გაერთიანებით და მათ მიერ ერთიანი ძალისხმევის გამოვლენით არის შესაძლებელი.ამ თვალსაზრისით კი საუკეთესო გადაწყვეტას წარმოადგენს ჩვენს მიერ თბილისის სართაშორისო სიმპოზიუმის “"New Steps in Critical Chare & Catastrophe  Medicine", მუშაობის დროს  გაცხადებული “ახალი ნატოს” კონცეფცია,რომლის ერთადერთ დანიშნულებას იმ გლობალური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს,რომლის გამოც  ცივილიზაციის დასაბამიდან დღემდე 6-7-ჯერ მეტი ადამიანია დაღუპული,ვიდრე სიბერით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით ერთად აღებული. დრო არ ითმენს, მუშაობა ”ახალი ნატოს” სახელით მონათლული ამ ორგანიზაციის შესაქმნელად დაუყონებლივ უნდა იქნეს დაწყებული. ის მნიშვნელოვნად გაუადვილოს ცივილიზაციას ამ გარდაუვალი განსაცდელებისგან თავის დაცვას.

1.03.2020

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამატების დრო: 2020-04-19










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.