განცხადება

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს აკადემიის წევრების ასარჩევად შემდეგი სპეციალობების მიხედვით:

თეორიული მედიცინის განყოფილება:

1.მორფოლოგია

2.მიკრობიოლოგია

3.პროფილაქტიკური მედიცინა

კლინიკური მედიცინის განყოფილება:

1.თერაპია

2.ქირურგია

3.კრიტიკული მედიცინა

4.მეანობა–გინეკოლოგია

5.ონკოლოგია

6.რადიოლოგია

7.პედიატრია

8. კარდიოლოგია

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომელთაც შექმნეს საერთაშორისო აღიარების მქონე ახალი მეცნიერული მიმართულებები, აღზარდეს მეცნიერული კადრები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პრაქტიკული მედიცინის განვითარების საქმეში.

თითოეულ სპეციალობაში გამოყოფილია ერთი ადგილი.

აკადემიის წევრად არჩევის მსურველმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1.განცხადება აკადემიის პრეზიდენტის სახელზე

2. CV

3.პასპორტის ან პირადობის ასლი

4. სამეცნიერო ხარისხის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი

5.შრომათა სია, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ

6.ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ.

7.წარდგინება საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ორი წევრის მიერ, რომელთაგან ერთი იმ განყოფილების წევრი უნდა იყოს, რომელშიც საკონკურსო სპეციალობა არის განთავსებული. წარდგინება უნდა მოიცავდეს კონკურსში მონაწილის სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობის შეფასებას.

საბუთების მიღება წარმოებს აკადემიის ოფისში 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე.

მისამართი:

თბილისი, ჩაჩავას ქუჩა 1.

ტელეფონი: 577–42–85–46

ელექტრონული ფოსტა:Kheladze@gmail.com

ვებ–საიტი:www.AMSG.ge

 

 

 

 

დამატების დრო: 2016-09-14










მსგავსი სიახლეები

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს აკადემიის წევრე...

“New Steps in Critical Care and Catastrophe Medicine” Eighth International Symposium Ninth National Conference Tbilisi,Georgia 2016 Co-chair of symposium : Zurab Kheladze, Zviad Kheladze (Tbilisi, Georgia)...

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაზეთ "საქართველოს რესპუბლ...

at vacant places of places of Georgian Academy of Medical Science which was published in magazine "Georgia republic" (N172,15.09.16.) there were chosed following persons:

 

Academy of Medical Sciences announces with a deep sorrow the death of Academician Revaz Gagua of Medicine, head of  Academy of Sciences of the clinical department , head of the National Cancer Center, Cancer Inst...

1. სესიის გახსნა -აკადემიის პრეზიდენტი,პროფესორი რამაზ
ხეცურიანი
2. სიკვდილის...















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.