დიმიტრი წვერავა

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს,ექიმსა და მასწავლებელს პროფესორ დიმიტრი წვერავას დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდა. დიმიტრი წვერავა დაიბადა 1927 წლის 31 ივლისს. ქ. თბილისში 1951 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი; ხოლო 1956 წ. ასპირანტურა და მუშაობა დაიწყო ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში სპორტის მედიცინის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად და კათედრის გამგედ. 1962წ. დაიცვა საკანდიდატო ,1988წ. კი სადოქტორო დისერტაცია. 1992წ. იყო შპს თბილისის სამედიცინო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პრორექტორი; ხოლო-1999-2009 წწ. რექტორი. iს იყო ჯანდაცვის მთავარი სპეციალისტი, აქვს 205სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიებიც. დ. წვერავას დიდი დამსახურებაა ონტოგენეზის პოსტნატალურ პერიოდში შეძენილი ცხენის მულტიმექანიზმების მიზანმიმართული, დიფერენცირებული გააქტიურება. მან იპოთერაპიის მზერა მიმართა არა დაავადების მიზეზის ლიკვიდაციისკენ (რაშიც იპოთერაპია უძლურია) არამედ დაავადებით გამოწვეულ გადახრების ამორტიზირებისკენ, ზოომულტი მექანიზმებიდან  იმ  მექანიზმების ამოკითხვით და გამოყენებით, რომელიც მხოლოდ არსებული გადახრების ადექვატურია. დ.წვერავას კონცეფციამ რადიკალურად შეცვალა იპოთერაპიის არსი, რამაც უზრუნველყო მაღალი სამკურნალო ეფექტი. დ. წვერავას მიგნება აღმოჩენის ტოლფასია, რომელიც აღიარა მსოფლიოს იპოთერაპიის ასოციაციამ. ცხენოსნობით მკურნალობის აღიარებას და მის მეცნიერულად შესწავლას, ხელი შეუწყო რამდენიმე გარემოებამ: ერთის მხრივ ცხენის ღრმად ცოდნამ, რაც  განპირობებული იყო იმით, რომ მას დამთავრებული ქონდა კავალერიის სკოლა,ასევე ის იყო რესპუბლიკის მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი; ხოლო მეორეს მხრივ- სამკურნალო ფიზკულტურის და სპორტის მედიცინის სპეციალისტი. ამ ორი პროფესიის თანხვედრამ განაპირობა იპოთერაპიის მეცნიერული წიგნი ცხენოსნობით მკურნალობის შესახებ, რომელიც პირველად უკრაინაში  იქნა  გამოცემული, შემდეგ თბილისში ქართულად და 2017 წ. მსოფლიო იპოთერაპიის ასოციაციის დაკვეთით ინგლისურ ენაზე. დ. წვერავა მიეკუთვნება იპოთერაპიის პირველ მკვლევართა რიცხვს; იგი თანამედროვე იპოთერაპიის ერთერთი დამფუძვნებელია მსოფლიოში. მან პირველმა შეიმუშავა და დანერგა იპოთერაპიის მეთოდოლოგია კარდიოლოგიაში, კერძოდ იშემიური დაავადების დროს, რომელსაც ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ მაღალი შეფასება დაიმსახურა და აღიარებული იყო როგორც ახალი ორიგინალური მიმართულება. დ. წვერავამ პირველმა შეისწავლა და დანერგა  ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიური სინდრომით დაავადებულ ბავშვების  მკურნალობის მეთოდი გამოიყენა სპორტის ურთულესი სახეობა ,,ცხენის გაწვრთნის” უმაღლესი სკოლა, ეს დ. წვერავას მიერ იმ ფაქტორის მიგნებაა,რომელიც გამოიხატა ერთის მხრივ სპორტულ დაოსტატებაში ხოლო, მეორეს მხრივ ADHD-ით გამოწვეული გადახრების რეაბილიტაციაში. მისი მეცნიერული კვლევები კერძოდ,,მხედარი-ცხენი”, როგორც ერთიანი ბიოლოგიური სისტემა თავისი-ფიზიოლოგიური, ზოოფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმებით წინ უსწრებდა კლინიკო-ფიზიოლოგიურ კვლევებს, რომელიც საფუძვლად დაედო იპოთერაპიას. მის მიერ შემუშავებული იქნა იპოთერაპიის მეცნიერული საფუძვლები, მეთოდოლოგია და სხვადასხვა სახის მეთოდიკები, რომელიც არსებითად პიონერული იყო, არის აღიარებული და დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დ.წვერავა არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის და რუსეთის მედიkო-ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს იპოთერაპიის პრეზიდენტი, საქართველოს სამკურნალო ფიზკულტურის და სპორტის მედიცინის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი და მსოფლიოს იპოთერაპიის ასოციაციის  ვიცე-პრეზიდენტია.საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრები გულითადად ულოცავენ პროფესორ დიმიტრი წვერავას ამ მნიშვნელოვან  თარიღს  და  წარმატებებს  უსურვებენ  ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დამატების დრო: 2022-08-02










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.