საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის ოქმი

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის არჩევნების  ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის ოქმი

თბილისი, 04.12.2021 წელი.13.00-15.00 საათი,

მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ოფისი: აკად.კ.-ჩაჩავას ქ.1

კომისიის შემადგენლობა:

თავმჯდომარე:

ნოდარ გოგებაშვილი-აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

წევრები:

ომარ ხარძეიშვილი-თეორიულ მეცნიერებათაგანყოფილების  ხელმძღვანელი                                                                                                                                                                                 

 ალექსანდრე ქისტაური-თერაპიულ მეცნიერებათა განყოფილების  ხელმძღვანელი

ალექსანდრე ცალუღელაშვილი -ქირურგიულ მეცნიერებათა განყოფილების  ხელმძღვანელი

სხდომის მსვლელობა:

კომისიამ მუშაობა დაიწყო 13.00.საათზე . მუშაობის დაწყების წინ არჩევნების მიმდინარეობის  შესახებ ინფორმაცია გააკეთა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ხელაძემ.მან აღნიშნა,რომ განცხადება არჩევნების შესახებ გამოცხადდა აკადემიის ვებ-საიტზე.აქვე წარმოდგენილი იყო აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის ოქმიც,რომლის მიხედვითაც აკადემიაში არჩევნები გამოცხადდა 3,0 ვაკანტურ ადგილზე.ამასთან არჩევნებში მონაწილეთა მიერ შესაბამისი საბუთების შემოტანის ვადად გამოცხადდა 1-20 აგვისტო,თუმცა შემდეგში საბუთების მიღება გადავადებული იყო 1 სექტემბრამდე.ამ დროის განმავლობაში განაცხადი წარმოადგინა 6,0 პიროვნებამ,სამწუხაროდ შემდეგში ერთ-ერთი მათგანი,სახელდობრ პროფესორი ვაჟა გვანცელაძე გარდაიცვალა და გამოეთიშა კონკურსს.შემდეგ ეტაპზე ჩატარდა აკადემიის წევრთა გამოკითხვა კენჭისყრის ფორმის შესამუშავებლად პანდემიის მიერ  შექმნილი მდგომარეობის გამო კენჭისყრის დისტანციური წესით ჩატარებას მხარი დაუჭირა 19,0 ,ხოლო  ტრადიციული წესით- 8,0 პიროვნებამ.ამის გამო გადაწყდა კენწისყრა ჩატარებულიყო დისტანციური წესით.აკადემიის ყველა წევრს დაურიგდა საარჩევნო ბიულეტენი.კენჭისყრის ვადად განისაზღვრა 01.11-30.11.2021 წ. ვადა.ამ დროის განმავლობაში აკადემიის ოფისში დალუქული კონვერტით საარჩევნო ბიულეტენი წარმოადგინა  - 25,0 პიროვნებამ,არ წარმოუდგენია 2,0 -პიროვნებას.ქვორუმის სრულყოფილად შედგენისათვის კი საკმარისი იყო კენჭისყრის პროცესში აკადემიის წევრთა საერთო რაოდენობის 2/3 მეტის,სახელდობრ 19,0 პიროვნების მონაწილეობა. ამის გამი მoზან შეწონილად იქნა მიჩნეული კენწისყრის პროცესის ჩატარება.

აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ აკადემიის პრეზიდენტმა  ბიულეტენები გადასცა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეს.

კენჭისყრის პროცესის მსვლელობა:

ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ხმის დამთვლელი კომისიის ყველა წევრის თანდასწრებით გახსნა საარჩევნო კონვერტები და მათში არსებული ბიულეტენები მოათავსა ცალკე  პარკში,ხოლო ცარიელი კონვერტები - ასევე ცალკე პარკში.აღნიშნული პროცესის დროს მკაცრად იყო დაცული საარჩევნო კონვერტებზე მითითებული აკადემიის წევრთა ვინაობის და მისამართის კონფიდენციალურობა.შემდეგში საარჩევნო ბიულეტენებიანი პარკი გადატანილი იქნა იზოლირებულ ოთახში და ხმის დამთვლელი კომისიის წევრების მიერ დათვლილი იქნა თითოეული მონაწილის მიერ მიღებულ ხმების რაოდენობა.სრული სიზუსტისათვის აღნიშნული გადათვლა განხორციელდა სამჯერ და ყველა შემთხვევაში გადათვლილი ხმების რაოდენობა იდენტური იყობიულეტენებში არსებული მონაცემების გადათვლისას  არჩევნებში მონაწილე პრეტედენტებს შორის ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვეს  შემდეგმა  პრეტედენტებმა:

1.  ილია ჭანუყვაძე-24,0

2.  რამაზ ჩიხლაძე-23,0

3.  რევაზ თაბუკაშვილი-20,0

ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს  შორის კენჭი უყარა ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის შედეგებს,რომლის დროსაც მიღებული მონაცემების სანდოობა ერთხმად იყო დადასტურებული თითოეული მონაწილის მიერ და თავი არავის შეუკავებია,აგრეთვე წინააღმდეგიც არავინ წასულა.

აქედან გამომდინარე საარჩევნო ბიულეტენებში არსებული  ხმების დათვლის შედეგად მიღებული მონაცემემების მიხედვით საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრებად მოქმედი დებულების მიხედვით არჩეულნი არიან:

1.  ილია ჭანუყვაძე

2.  რამაზ ჩიხლაძე

3.  რევაზ თაბუკაშვილი

 

ხმის დამთვლელი კომისიის  თავმჯდომარე:

ნოდარ გოგებაშვილი-აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი:

ხმის დამთვლელი კომისიის წევრები:

ომარ ხარძეიშვილი-თეორიული მედიცინის  მეცნიერებათა განყოფილების  ხელმძღვანელი

ალექსანდრე ქისტაური-თერაპიულ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი

ალექსანდრე ცალუღელაშვილი -ქირურგიულ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი

დამატების დრო: 2021-12-10










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.