საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება კონკურსის შესახებ

განცხადება

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს აკადემიის  წევრის სამ  ვაკანტურ ადგილზე თეორიულ სპეციალობათა მედიცინი, თერაპიულ სპეციალობათა  მედიცინის და ქირურგიულ სპეციალობათა  მედიცინის განყოფილებებში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებს ან მათთან გათანაბრებულ პირებს,რომლებმაც შექმნეს საერთაშორისო აღიარების მქონე ახალი სამეცნიერო მიმართულება მედიცინაში, აღზარდეს მაღალკვალიფიციური კადრები  და არსებითი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის განვითარებiის საქმეში.კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აკადემიის სამდივნოში უნდა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. განცხადება პრეზიდენტის სახელზე
2. ავტობიოგრაფია
3. შრომათა სია დამოწმებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ
4. პროფესიული მოღვაწეობის შეფასება მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ორი აკადემიკოსის მიერ

საბუთები მიიღება 2021 წლის 20 ივლისიდან  20 სექტემბრამდე აკადემიის ოფისში
მისამართი: თბილისი,ჩაჩავას N1,. მერვე სართული,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი.

 

დამატების დრო: 2021-07-20










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.