საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიამ მიმდინარე წლის 13ოქტომბრს ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ.ეს გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობის კეთილი ნების გამოხატულება და წარმოადგენს საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის კიდევ ერთ სერიოზულ აღიარებას იმ დიდ აღიარებასთან ერთად,რომელიც მას ააქვს საერთაშორისო ასპარეზზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების დეპარტამენტთან არსებული აკადემიათაშორისო პარტნიორობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობის სახით (https://www.interacademies.org/network/member-academies ) . აღნიშნული ფაქტი ავალდებულებს საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიას მომავალში თავისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის კონტექსტში.ამასთან დაკავშირებით აკადემიის თითოეულ წევრს გთხოვთ მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (Kheladze@gmail.com) წარმოგვიდგინოთ მემორანდუმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა კომპლექსში იმ სპეციალობაში განსახორციელებელი კონკრეტული წინადადებებების ჩამონათვალი , რომლის ლიდერსაც თქვენ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანაში.აღნიშნული მოსაზრებები საფუძვლად დაედება საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის 2022-2025წწ. საქმიანობის პროგრამას,რომელიც განსახილველად წარტედგინება საქართველოს მთავრობას..
ზურაბ ხელაძე-აკადემიის პრეზიდენტი
დამატების დრო: 2021-10-24