საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდუმის სხდომის ოქმი(16.09.21წ)

სხდომას  ესწრებოდნენ :                                                                                                                                                                                                                                                                           ზურაბ ხელაძე-აკადემიის პრეზიდენტი,ალექსანდრე ქისტაური - თერაპიულ მეცნიერებათა განყოფილების გამგე, ალექსანდრე  ცალუღელაშვილი-ქირურგიულ  მეცნიერებათა  განყოფილების გამგე, ომარ ხარძეიშვილი - თეორიული მედიცინის მეცნიერებათა განყოფილების გამგე. სდომის  დროს განხილული  იყო აკადემიაში არსებულ  ვაკანტურ  ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობა. სხდომის მსვლელობისას   მიღებული იყო  შემდეგი გადაწყვეტილებები: ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის  მიერ შექმნილი  სირთულეების  გამო აკადემიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე  გამოცხადებულ კონკურსში  საბუთების შეტანის  ვადა  გაგრძელდეს 30.09.21წ-მდე.  ამასთან ცნობად  იქნა  მიღებული,რომ საკონკურსოდ  გამოცხადებულ 3,0  ვაკანტურ ადგილზე 10.09.21წ-მდე საბუთები.  შემოტანილი  აქვს 6,0 პიროვნებას.აკადემიაში არსებულ  ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსი ჩატარდეს საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი კრების მიერ 1994 წლის "4" მარტს (ოქმი 1)  დამტკიცებული წესდების და დებულების მიხედვით,რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო  კოლეგიის 1994 წლის 7 აპრილს 2/22 დადგენილებით.

3. პანდემიის მიერ გამოწვეული სირთულეების გამო არჩევნების  მიმდინარეობის დროს კენჭისყრის პროცესის ჩატარებისათცის  მოწოდებული იქნას ორი  ვარიანტი.ამასთან უპირატესიბა მიეცეს და კენჭისყრის  პროცესის დროს გამოყენებული იქნას ის ვარიანტი,რომელსაც შეარჩევს  აკადემიის წევრთა უმეტესობა და რომლის შესახებაც  შესაბამისი  ინფორმაცია აკადემიის  თითოეული  წევრის  მიერ  მოწოდებული იქნება აკადემიის განყოფილებების ხელმძღვანელთა მიერ მოწყობილი გამოკითხვის დროს  ან  გამოიგზავნება მათ მიერ ელეტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: Kheladze@gmail,com 20.10.21.წ-მდე.                                                                                                                                              *  პირველი ვარიანტის  მიხედვით კენჭისყრა  ჩატარდება ტრადიციული ფორმით  და აღნიშნულ პროცესში აკადემიის წევრები უშუალოდ  მიიღებენ მონაწულეობას. ამ შემთხვევაში აკადემიის განყოფილებები სხდომები ჩატარდება ნოემბრის თვეში,სახელდინე 30.11.21წ, ხოლო აკადემიის სესია გაიმართება დეკემბერში სახელდობრ  20.12.21წ.ყველა ეს ღონისძიება გაიმართება აკადემიის ოფისში (კ.ჩაჩავას ქ.-1,მერვე სართული,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი) და გაიმართება პანდემიის გამო   მოწოდებულ  რეკომენდაციათა  მკაცრი დაცვით.                                                                                                                                                                                                                                                      *  მეორე ვარიანტის  მიხედვით  კენჭისყრის ჩასატარებლად აკადემიის თითოეულმა  წევრმა აკადემიის  ოფისში    (კ.ჩაჩავას ქ.-1,მერვე სართული,საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი) პირადად ან მის მიერ ნდობით აღჭურვილი  პირის ან ფოსტით გამოგზავნილი დაზღვეული წერილის მეშვეობით ოფიციალური ხელმოწერით ნოემბრის თვეში,სახელდობრ   1.11.21-30.11.21 წ ინტერვალში , უნდა ჩააბაროს დალუქული კონვერტი,რომელშიც მოთავსებული უნდა იყოს   ორი ბიულეტენი.პირველი ბიულეტენი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას აკადემიის წევრის  თანხმობის ან უარყოფის შესახებ.შესაბამისი განყოფილებიდან აკადემიის სესიაზე  კონკურსში  მონაწილე  პირთა  წარსადგენად,ხოლო მეორე ბიულეტენი უნდა მოიცავდეს  ინფორმაციას აკადემიის წევრის   თანხმობის ან უარყოფის შესახებ                                                                                                                                          კონკურსში  მონაწილე პირთა აკადემიის  სესიაზე აკადემიის წევრად  ასარჩევად.  aკადემიის ოფისში 20.12.21წ. აკადემიის საარჩევნო კომისიის მიერ მოხდება დალუქული კონვერტების გახსნა და მათში არსებული საარჩევნო  ბიულეტენების მეშვეობით კონკურსში მონაწილეთა მიერ მიღებული ხმების გადათვლა,რაც „ფარული კენჭისყრის“ იდენტურ აქტს წარმოადგენს და შეესაბამება მოქმედ დებულებას.ამასთან აკადემიის წევრად არჩევისათვის განკუთცნილი ბიულეტენების განხილვისას მხედველობაში არ იქნება მიღებული ბიულეტენებში მოტანილი ინფორმაცია იმ პირთა შესახებ,რომლებიც ვერ გადალახავენ განყოფილების მიერ წარსადგენ დებულებით გათვალისწინებულ ბარიერს. ,ასევე ხმების გადათვლის პროცესში აკადემიის მიერ დამტკიცებულ საარჩევნო კომისიის წვვრებთან ერთად დამკვირვებლის სტატუსით შესაძლოა მონაწილეობდეს არჩვვნებში მონაწილე პირთა მიერ წინასწარ მოთხოვნილი აკადემიის ნებისმიერი სხვა წევრიც.ამ უკანასკნელის კანდიდატურა მისი სურვილის შემთხვევაში  არჩევნებში მონაწილე პირთა   მიერ აკადემიის ოფისს უნდა წარედგინოს პირადად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 1 12.21 წ -მდე. aკადემიაში არსებულ  ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის დროს აღმოცენებული პრობლემების ოპერატიული მოგვარების და ბიულეტენებში წარმოდგენილი  ხმების დათვლის მიზნით შეიქმნას  კომისია  აკადემიის  ვიცე-პრეზიდენტის ნოდარ გოგებაშვილის, თერაპიულ მეცნიერებათა განყოფილების გამგის ალექსანდრე ქისტაურის, ქირურგიულ მეცნიერებათა განყოფილების გამგის ალექსანდრე ცალუღელაშვილის და თეორიული მედიცინის მეცნიერებათა განყოფილების გამგის ომარ ხარძეიშვილის შემადგენლობითთ.                                                                                                 

ზურაბ ხელაძე - საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

 

 

დამატების დრო: 2021-10-24










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.