საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

 

საქართველოს  მედიცინის  მეცნიერებათა აკადემია,რომელიც მსოფლიოს  აკადემიათაშორისო პარტნიორობის  ორგანიზაციის  ნაციონალური წევრია საქართველოდან, მოწოდებით  მიმართავს  საქართველოს  ზრდასრული ასაკის ყველა  მოქალაქეს  დაუყონებლივ  ჩაერთოს  ახალი კორონა  ვირუსის  საწინააღმდეგო  იმუნიზაციის  პროცესებში.ახალი  კორონა  ვირუსით გამოწვეული ეს პანდემია  ოცდამეერთე  საუკუნის ოციან  წლებში გლობალურ კატასტროფად  მოევლინა მსოფლიოს და ცივილიზაციის მილიონობით  წევრის  სიცოცხლე  შეიწირა.ამ კატასტროფის წინააღმდეგ  ბრძოლის უმავრეს  საშუალებას კი  დედამიწის მოსახლეობის ახალი კორონა  ვირუსის  ვაქცინით  აცრა  წარმოადგენს. სამწუხაროდ  იმუნიზაციის  სახელით  ცნობილი  ეს  სამედიცინო ღონისძიება,რომელიც  სამი  საუკუნის  წინ იყო მოწოდებული ინგლისში და პროტოქართული ცივილიზაციის მიერ შექმნილ ტექნოლოგიას ემყარება.დღეისათვის ახალიკორონა ვირუსის მიმართ საგრძნობი შეფერხებებით  მიმდინარეობს  თავად  საქართველოში.ამის   გამო პანდემიის მიერ გამოწვეული შედეგებიც  არასასურველია და უახლოეს მომავალში  შესაძლებელია  უმართავიც  გახდეს.აქედან გამომდინარე საქართველოს ზრდასრული ასაკის ყველა მოქალაქის  ვალია საკუთარი სიცოცხლის, ახლობელთა სიცოცხლის და  ქვეყანაშიმცხოვრებ  ყველა  სხვა მოქალაქის  სიცოცხლის  შესანარჩუნებლად  დაუყონებლივ  იყოს  აცრილი.მით უმეტეს,რომ საქართველოს მთავრობის უდიდესი ძალისხმევით,,მსოფლიოსსხვა მრავალი ქყვეყნისაგან განსხვავებით,საქართველოს მოსახლეობა სრულად არის უზრუნველყოფილი  საჭირო  რაოდენობის  მაღალხარისხოვანი ვაქცინებით  და  ასევეყოველგვარი  შეფერხების გარეშე  მიმდინარეობს  იმუნიზაციის პროცესიც.რომელიც  მოსახლეობის  ყველა  ფენისათვის  უფასოა  და ხელმისაწვდომი,და  რაც მთავარია, ერთული გამონაკლისების გარდა,უხიფათოა მათი ჯანმრთელობისათვისაც. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია ასევე  მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნულიპროცესის  დაჩქარების  მიზნით  კანონმდებლობით  გათვალისწინებული სავალდებულო  თუ  წამახალისებელი  ღონისძიებების  შემოღებას  ქვეყნის მოსახლეობის  მიმართ .საქართველოს  მედიცინის  მეცნიერებათა აკადემია იმედოვნებს ,რომ აღნიშნული  მიმართვა  ერთგვარი  გზამკვლევი გახდება ქვეყნის  ზრდასრული ასაკის  ყოველი  მოქალაქისათვის  და საგრძნობლად  დააჩქარებს  იმუნიზაციის  აქტში  მათი  ჩართვის პროცესს .რაც  ქვეყანა საქართველოს და   ქართული  ეთნოსის  გადარჩენის  უპირველესი და უმთავრესი ფაქტორია დღეისათვის.

 საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია

დამატების დრო: 2021-10-24










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.