საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის 21.04 სხდომის ოქმი.

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის 21.04 სხდომის ოქმი.

ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სხდომა წარიმართა დისტანციურ რეჟიმში,სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის  წევრებმა,რომელთა ჩამონათვალი თან ერთვის აღნიშნულ ოქმს.სხდომის მიმდინარეობისას აკადემიის პრეზიდენტმა რამაზ ხეცურიანმა აღნიშნა,რომ ის არჩეულია საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სწავლულ მდივნად,ამის გამო ის ვეღარ შეძლებს კვლავ შეასრულოს საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ფუნქციები და აღნიშნულ  თანამდებობაზე ასარჩევად წამოაყენა  აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ზურაბ ხელაძის კანდიდატურა.თავის მხრივ  აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ხელაძემ მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდენტს რამაზ ხეცურიანს  ნდობისათვის და ხაზგასმით აღნიშნა ის დიდი  ღვაწლი,რომელიც აკადემიკოსს რამაზ ხეცურიანს მიუძღვის საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნების და განვითარების საქმეში.ამასთან დაკავშირებით მან  წინადადება წამოაყენა აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი არჩეული ყოფილიყო აკადემიის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობაზე. სხდომის მსვლელობისას აკადემიკოს-მდივანმა ნოდარ გოგებაშვილმაწამოაყენა მოსაზრება ახალი კორონა ვორუსის პანდემიით გამოწვეული სირთულების გამო აღნიშნულ წინადადებებათა მიმართ აკადემიის წევრთა  დამოკიდებულების დადგენა პრეზიდუმის  მიერ მომხდარიყო დისტანციურ რეჟიმში წარმოებული გამოკითხვის სახით  და ეს აქტი  მიჩნეული ყოფილიყო კენჭისყრის პროცესის ექვივალენტად.გამოკითხვის პროცესში მონაწილეობა მიიღო აკადემიის 27.0  წევრმაგამოკითხვის დროს თითოეულმა მათგანმა ხაზგასმით აღნიშნა ის დიდი  ღვაწლი,რომელიც აკადემიკოსს რამაზ ხეცურიანს მიუძღვის საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მუშაობის პროცესში და მადლობა გადაუხადა მას  გაწეული შრომისათვის.ასევე თოთოეულმა მათგანმა სრული თანხმობა განაცხადა და მხარი დაუჭირა აკადემიკოსს რამაზ ხეცურიანის  საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდეტად არჩევას. სახელდობრ კენჭისყრაში მონაწილეობდა აკადემიის 27,0 წევრი.აღნიშნულ წინადადებას მხარი დაუჭირა 27,0 წევრმა   აკადემიის წევრებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი აკადემიის მოქმედ პრეზიდენტად აკადემიკოს ზურაბ ხელაძის კანდიდატურას.სახელდობრ კენჭისყრაში მონაწილეობდა აკადემიის 27,0 წევრი.აღნიშნულ წინადადებას მხარი დაუჭირა 27,0 წევრმა                                                                                                                                                

 დაადგინეს:                                                                                                                                                                 

*აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი არჩეული იქნას საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო  პრეზიდენტად                                                                                                     

*აკადემიკოსი ზურაბ ხელაძე  არჩეული იქნას საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედ პრეზიდენტად                                                                                                             

 თბილისი                               

21.042021 წ.

 

დამატების დრო: 2021-05-08










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.